პოლიტიკური პარტიების საქმიანობის საკონსტიტუციო პრინციპები საქართველოში
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.47ანოტაცია
პოლიტიკური პარტიები, დღევანდელი სახით, მხოლოდ ახალ დროში გაჩნდა. თანამედროვეობასთან მიახლოებული ფორმით XVII-XVIII საუკუნეების ინგლისში წარმოქმნილი პარტიები (“Whigs” და “Tories”) მოიხსენიება. საფრანგეთის რევოლუ-ციის შედეგად უკვე მრავალ სახელმწიფოში გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც არსებული წყობილების წინააღმდეგ ილაშქრებდნენ. კლასიკური სახით პოლიტიკური პარ-ტიები XIX საუკუნიდან ჩამოყალიბდნენ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პარტიები ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულან. ყოველი სოციალური და-ჯგუფება გარკვეული იდეური ერთობის და ინტერესების მატარებელი იყო.
საქართველოში პოლიტიკური პარტიების ფორმირება XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო და დამოუკიდებლობის აღდგენის წინ, ფაქტობრივად, არსებობდა სრულყოფილი პოლიტიკური სპექტრი, – პოლიტიკური პარტიები თავიანთი პარ-ტიული სტრუქტურებით, იდეოლოგიითა და მხარდამჭერებით. რაც შეეხება თავად ტერმინს – „პარტია“, იგი ლათინური სიტყვიდან (pars, partis) მომდინარეობს და ნა-წილს, ჯგუფს აღნიშნავს. აღნიშნული ტერმინი გამოიყენება ყველა იმ ადამიანთა ორგანიზებული ჯგუფის სახელწოდებად, რომლებიც დემოკრატიული არჩევნებისა თუ რევოლუციის გზით ეძებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას.
სტატიის მიზანია მიმოიხილოს პოლიტიკური პარტიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, პარტიის სამართლებრივი მოწესრიგება და ის საკონსტიტუციო პრინციპები, რომელთა საფუძველზეც პოლიტიკური პარტიები თავიანთ საქმი-ანობას უნდა ახორციელებდნენ.