ნასამართლეობა, როგორც ქმედების შემადგენლობის დამაფუძნებელი გარემოება და მისი გაქარწყლების პრობლემა დანაშაულტა ერთობლიობის დროს
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.50ანოტაცია
ნასამართლობა ქართული სისხლის სამართლის მეცნიერებაში ნაკლებად დამუ-შავებული სამართლებრივი ინსტიტუტია. იგი სასამართლოს განაჩენით დამნაშავის მსჯავრდების სამართლებრივი შედეგია და გამოიხატება მსჯავრდებულის ცალკე-ული უფლების შეზღუდვაში, რაც, თავის მხრივ, ასახვას ჰპოვებს კონსტიტუციური, სამოქალაქო თუ ადმინისტრაციული სამართლის ნორმებში. ნასამართლობა მხო-ლოდ სასჯელის თანამდევი სამართლებრივი შედეგია და სწორედ ამიტომ მოქმე-დებს პრეზუმფცია – პირი თავიდანვე ნასამართლობის არმქონედ მიიჩნევა, ვიდრე მისი ნასამართლობა არ დადასტურდება სასამართლოს განაჩენით, ამასთან, იგი მოხსნილი ან გაქარწყლებული არ უნდა იყოს. ამდენად, სახელმწიფო იძულების სხვა ღონისძიებებისგან განსხვავებით, მხოლოდ სისხლისამართლებრივი სასჯელი იწვევს პირის ნასამართლობას.