უფლებამოსილებათა გამიჯვნა ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს შორის
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.48ანოტაცია
ისტორიულად, ევროკავშირის სადამფუძნებლო ხელშეკრულებები, რომლებიც ლისაბონის ხელშეკრულებამდე არსებობდა, ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწი-ფოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების საკითხს არ აწესრიგებდა. ამ მიმართებით, 2001 წელს ევროკომისიამ, ევროპული მმართველობის შესახებ თეთრ წიგნში მიუთითა, რომ ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს შორის უფლება-მოსილებათა მკაფიოდ გამიჯვნის პრობლემა არსებობდა. ევროკომისია ხაზგასმით აღნიშნავდა შემდეგს: „საჭიროა გარკვეული პრინციპების არსებობა, რომლის მი-ხედვითაც განისაზღვრება ევროკავშირსა და მის წევრ-სახელმწიფოებს შორის უფლებამოსილებათა განაწილების საკითხი“. აღნიშნული, უპირველეს ყოვლისა, სა-ჭიროა იმისათვის, რათა პასუხი გაეცეს საზოგადოების მხრიდან ხშირად დასმულ კითხვას: „ვინ რას აკეთებს ევროპაში? ევროკავშირის ფარგლებში ძალაუფლების გამიჯვნის საკითხი მხოლოდ და მხოლოდ ლისაბონის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ დარეგულირდა. კერძოდ, ევროკავშირის, როგორც სპეციფიკური მახასიათებლების მქონე კატეგორიის (sui generis), უნიკალურობა მის უფლება-მოსილებაში გამოიხატება. კერძოდ, იმაში, რომ წევრი-სახელმწიფოები საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილს სწორედ მას გადასცემენ.