საარჩევნო საზღვრებით მანიპულირების ნიშნები ქართულ საარჩევნო სამართალში
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.46ანოტაცია
2015 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მნიშვნელოვანი გადა-წყვეტილება მიიღო და კანონის წინაშე თანასწორობის უფლებასთან შეუსაბამობის საფუძვლით არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლე-ბიც სხვადასხვა საარჩევნო ოლქში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა არათანაბარი რაოდენობის პირობებში ამომრჩეველთა ხმებს განსხვავებულ წონას ანიჭებდა, რის გამოც, განსხვავებული იყო ამომრჩეველთა შესაძლებლობები არჩევნების შედეგებ-ზე გავლენის თვალსაზრისით. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სა-არჩევნო ოლქებში ამომრჩეველთა რაოდენობა მნიშვნელოვნად დაბალანსდა, თუმ-ცა ცვლილებებმა მმართველი პარტიის მიმართ საარჩევნო საზღვრებით მანიპული-რების თაობაზე ბრალდებები წარმოშვა. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საკანონმდებლო ცვლილებების მთავარ გამოწვევად საერთაშორისო სტანდარტებ-თან შეუსაბამობა სახელდებოდა. კერძოდ, ისინი საზღვრების დადგენის ნათელი კრიტერიუმებისა და მომავალში საზღვრების გადახედვის პროცედურების განუ-საზღვრელობაზე, პროცესის გაუმჭვირვალობასა და ინკლუზიურობის ნაკლებო-ბაზე, ასევე, საარჩევნო ოლქების განსაზღვრისთვის მუნიციპალიტეტების გაყოფი-სა და გაერთიანების ბუნდოვან მეთოდზე ამახვილებდნენ ყურადღებას. ხელისუფ-ლების მიმართ ორგანიზაციების მთავარი მოწოდება ხმების თანასწორუფლები-ანობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო ოლქების დელიმიტაციასთან დაკავ-შირებული კანონმდებლობის გადახედვა იყო, თუმცა, უარყოფითმა შეფასებებმა კანონმდებელი ცვლილებების საჭიროებაში ვერ დაარწმუნა.