2017-2018 წლების საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმის სოციოლოგიური ანალიზი
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.45ანოტაცია
კონსტიტუცია უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც განაპირობებს საზო-გადოებაში ისეთ ფასეულობათა ბალანსს, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია ადამიანის კეთილდღეობის მიღწევა. თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის კონსტიტუციური თანაფარდობა ქმნის ისეთ მმართველობას, სადაც უზრუნველყო-ფილია ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. შესაბამისად, ნებისმიერი ცვლი-ლება, რომელიც კონსტიტუციაში შედის, აისახება ადამიანთა ცხოვრებაზე და მნიშვნელოვანია ამ ცვლილებათა პროცესში მოქალაქეების ჩართულობა. კონს-ტიტუციის შექმნა საკმაოდ რთული პროცესია, რომლის დროსაც ინტერესთა კონ-ფლიქტი საერთო სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობის ჩამოყალიბებამდე მი-დის. ერთი მხრივ, „კანონმდებლები შესაძლებელია შეეცადონ თავიანთი პოლიტი-კური კურსი და ტენდენციური მოსაზრებები ჩართონ განხილვის პროცესში ან თა-ვად კონსტიტუციის ტექსტში“, მეორე მხრივ, კონსტიტუციისთვის აუცილებელია უფრო ფართო საზოგადოებრივი ლეგიტიმურობის მინიჭება, რის შედეგადაც ეს პროცესი ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ ექსპერტთა ვიწრო წრისთვის, არამედ იმ მოქალაქეებისთვის, რომელთაც აღნიშნულ პროცესში ჩართვა სურთ.