წმინდა საყდრის ნეომედიევალისტური სტრატეგია საერთაშორისო პოლიტიკაში: ქაიროდან რეგენსბურგამდე
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.43ანოტაცია
თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში მრავალი რელიგი-ური აქტორი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებით მნიშვნელოვა-ნია, ვინაიდან მას აქვს სპეციალური (დამკვირვებლის) სტატუსი გაეროში, დიპლო-მატიური ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოთა უმეტესობასთან და მოქმე-დებს, როგორც ნორმების დამცველი სუბიექტი. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ მის მიმართ ძალზე ნაკლებ ყურადღებას იჩენენ საერთაშორისო ურთიერთობათა სფე-როს მეცნიერები. ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ რომის კათოლიკე ეკლესიაზე, რომ-ლის მორწმუნეთა რაოდენობაც მთელ მსოფლიოში 1.3 მილიარდს აჭარბებს და რომ-ლის ინსტიტუციურ გამოხატულებას და სამართლებრივ პიროვნებას საერთაშორი-სო პოლიტიკაში წმინდა საყდარი წარმოადგენს.
წინამდებარე სტატიის მიზანია, აჩვენოს, თუ როგორ ინარჩუნებს დღესაც წმინდა საყდარი შუა საუკუნეების ევროპული ქრისტიანობის (კათოლიკობის) მემკვიდრე-ობას დღევანდელ საერთაშორისო პოლიტიკაში და კიდევ ერთხელ დაადასტუროს რელიგიის მნიშვნელობა გლობალურ პროცესებში. წმინდა საყდრის მაგალითი ნათელყოფს, რომ რელიგიური აქტორები ყოველთვის თამაშობდნენ გარკვეულ როლს საერთაშორისო თანამეგობრობის ტრანსეროვნულ მმართველობაში. მეორე მხრივ, ჩვენ შევეცდებით, წარმოვაჩინოთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წმინდა საყდრის დიპლომატიურ სტრატეგიას სეკულარულ სახელმწიფოთა სისტე-მაზე, ისევე, როგორც გლობალურ საჯარო პოლიტიკაზე.