თანამედროვე მართმადიდებლური თეორიის ძირითადი ასპექტები

ავტორები

  • გურამ ლურსმანაშვილი

DOI:

https://doi.org/10.52340/jo.2022.03.41

ანოტაცია

საქართველოში თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის შესახებ მსჯე-ლობა ნაკლებად აქტუალურია, ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ საკითხთან და-კავშირებით ქართულად მცირე მასალაა, არამედ უფრო მეტად ის, რომ თანამედ-როვე მართლმადიდებლური თეოლოგიის, როგორც მოცემულობის, გააზრება ჭირს, რადგან: 1. თეოლოგია აღიქმება წარსულის, საუკუნეების წინ შექმნილი მოძღვ-რების ნაწილად, რომელსაც შეუძლებელია რაიმე მიემატოს ან გამოაკლდეს; 2. მიჩნევა, რომ თანამედროვე ღვთისმეტყველებს არ გააჩნიათ ის მადლი და ცოდნა, რაც ძველ მამებს ჰქონდათ, შესაბამისად, არ სჯერათ, რომ დღევანდელ თეო-ლოგებს ისეთივე ან უფრო დიდი მნიშვნელობის ტექსტების შექმნა შეუძლიათ, როგორც ეს ეკლესიაში ადრე იქმნებოდა, განსაკუთრებით კი მსოფლიო საეკლესიო კრებათა ხანაში.

პირადად ჩემთვის ეს მიდგომა საფუძველშივე გაუმართლებელია, რადგან მიმაჩნია, რომ მართლმადიდებლურ თეოლოგიას და ეკლესიას დღესაც შესწევს იმის ძალა და უნარი, რომ ძველის მსგავსი დიდებული შრომები შექმნას ან ახალი მიმარ-თულებები განავითაროს. უფრო მეტიც, მგონია, რომ მეოცე საუკუნიდან დღემდე, ეკლესიამ უკვე მოახერხა  მსგავსი ფორმების ჩამოყალიბება და მჯერა, რომ სამო-მავლოდ უფრო მეტსაც შეძლებს. წინამდებარე თემაში შევეცდები, რომ სწორედ თანამედროვე მართლმადიდებლური თეოლოგიის შესახებ ვისაუბრო, რომელიც პირადად ჩემთვის მეოცე საუკუნიდან იწყება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-20

როგორ უნდა ციტირება

ლურსმანაშვილი G. (2021). თანამედროვე მართმადიდებლური თეორიის ძირითადი ასპექტები. ჟურნალი "ორბელიანი&Quot;, 2(3). https://doi.org/10.52340/jo.2022.03.41

გამოცემა

სექცია

Articles