ძალა და შიში დიდი სახელმწიფოს პოლიტიკაში

ავტორები

  • ირაკლი ჯავახიშვილი
  • ჯონ მეარშეიმერი

DOI:

https://doi.org/10.52340/jo.2022.03.39

ანოტაცია

დიდი სახელმწიფოები, როგორც ჩემს უახლეს წიგნში აღვნიშნავ, მიისწრაფვიან, რათა ძალაუფლება მოიპოვონ თავიანთ მეტოქეებზე და იმედოვნებენ, რომ ჰეგე-მონები გახდებიან. როდესაც სახელმწიფო ამ ამაღლებულ პოზიციას აღწევს, ის სტატუს კვო ძალად იქცევა. თუმცა მეტის თქმა შეიძლება ჰეგემონიის მნიშვ-ნელობაზე.

ჰეგემონი არის სახელმწიფო, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ სისტემაში ყველა დანარჩენ სახელმწიფოზე ბატონობს. არცერთ სხვა სახელმწიფოს აქვს სამხედრო შესაძლებლობები, რომ სერიოზული ბრძოლა წამოიწყოს მის წინააღმდეგ. არსები-თად, ჰეგემონი ერთადერთი დიდი ძალაა სისტემაში. სახელმწიფო, რომელიც არსე-ბითად უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა დიდი ძალები სისტემაში, არ არის ჰეგემონი, ვინაიდან ის უპირისპირდება, განსაზღვრებისამებრ, სხვა დიდ სახელმწიფოებს. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში გაერთიანებული სამეფო ზოგჯერ ჰეგემონად იწოდება. მაგრამ ის არ იყო ჰეგემონი, ვინაიდან იმ დროს ოთხი სხვა დი-დი სახელმწიფო არსებობდა ევროპაში (ავსტრია, საფრანგეთი, პრუსია და რუსეთი), ხოლო გაერთიანებული სამეფო მათზე მნიშვნელოვნად ვერ დომინირებდა. ფაქ-ტობრივად, იმ პერიოდში, გაერთიანებულ სამეფოს საფრანგეთი ძალთა ბალანსი-სათვის სერიოზულ საფრთხედ მიაჩნდა. მეცხრამეტე საუკუნეში ევროპა მრავალ-პოლარული იყო, და არა ერთპოლარული.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2021-11-18

როგორ უნდა ციტირება

ჯავახიშვილი I., & მეარშეიმერი . J. (2021). ძალა და შიში დიდი სახელმწიფოს პოლიტიკაში. ჟურნალი "ორბელიანი&Quot;, 1(1). https://doi.org/10.52340/jo.2022.03.39

გამოცემა

სექცია

თარგმანები