საკონსტიტუციო სუბიექტი და მისი იდენტობა
DOI:
https://doi.org/10.52340/jo.2022.03.37ანოტაცია
კონსტიტუციის და მეტიც, ერის წინმსწრები სახელმწიფოს გერმანული გა-მოცდილება ექოსავით იმეორებს არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოების, არამედ, ასევე, თავად ევროპის გამოცდილებასაც, დღევანდელი ევროპა, სანამ იგი ისტორიასა და კულტურულ მემკვიდრეობას იზიარებს, არც ერია და არც კონსტიტუცია აქვს. ევროკავშირი ინსტიტუციური მოცემულობაა, ძლევამოსილი აღმასრულებლითა და ძლიერი სასამართლოთი. იგი ევროპელებს აძლევს იმის უმრავლესობას, რასაც სახელმწიფო იძლევა: მიმოსვლის თავისუფლებასა და ბიზნესის თავისუფლებას საზღვრებისა და საბაჟოების გარეშე, სამართლებრივ დაცვას და ასევე, საერთო ვალუტას. რეგულაციების, დირექტივებისა და საკუთარი სასამართლოების გადაწყვეტილებებით, იგი ზემოქმედებს ევროპელთა ცხოვრების ყველა ასპექტზე. თუკი ერთ დღესაც ევროკავშირმა კონსტიტუცია უნდა მიიღოს და გახდეს ერისმაგვარი, იგი გაიზრდება სახელმწიფოს მსგავსი ფორმებით, რომლებიც განვითარდა 1957 წლიდან და დღემდე აგრძელებს განვითარებას. საკონსტიტუციო სუბიექტი იქნება ხალხი, გაერთიანებული სახელმწიფოს მსგავსი ფორმებით; Staatsvolk-ის მსგავსად.