მთავარი

ჟურნალი „ორბელიანი“    2019 წლიდან ყოველწლიურად გამოიცემა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მიერ. ჟურნალი ინტერდისციპლინური, ღია წვდომის პერიოდული გამოცემაა და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • თეოლოგია და რელიგიის კვლევები;
  • სამართალი;
  • ბიზნესი, ტურიზმი და ეკონომიკა;
  • სოციალური მეცნიერებები;
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები;

 ჟურნალში ქვეყნდება როგორც ორიგინალური სტატიები, ისე თარგმანები. სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით,  ყოველწლიურად გამოიცემა ჟურნალის ერთი ზოგადი ნომერი, ასევე შესაძლებელია გამოიცეს დამატებითი ნომერიც სპეციალური გამოცემის სახით.  

2023 წლიდან ჟურნალის სამუშაო ენები გახდა ქართული და ინგლისური; 

ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა.