სტატიების მიღება 2024

ცხადდება სტატიებისა და თარგმანების მიღება ინტერდისციპლიური სამეცნიერო ჟურნალის ,,ორბელიანი“ ახალი,  2024  წლის ნომრისთვის:

სტატიები მიიღება სოციალური მეცნიერებების,  თეოლოგიის, რელიგიის კვლევების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმისა  და ბიზნესის მიმართულებებიდან ქართულ, ინგლისურ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, და ბერძნულ ენებზე;

მასალების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 01 ივნისი;

რეცენზირების პერიოდი: 01 ივნისი  -01 აგვისტო;

გადამუშავებული სტატიების მიღების საბოლოო დედლაინი: 01 ნოემბერი;

ჟურნალი გამოიცემა  2024 წლის დეკემბერში.

გამოქვეყნების მსურველებმა  სტატიები უნდა ატვირთოთ  შემდეგ  პლატფორმაზე Make a Submission

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ : orbelianijournal@sabauni.edu.ge

ჟურნალში გამოქვეყნების უფლება აქვთ მხოლოდ  დოქტორის  ხარისხის მქონე პირებს ან  დოქტორანტებს; მაგისტრებს  მხოლოდ თანაავტორობის უფლება ენიჭებათ;