სტატიების მიღება 2023

ცხადდება სტატიების მიღება ინტერდისციპლიური სამეცნიერო ჟურნალის ,,ორბელიანი“ ახალი, #6  2023 წლის ნომრისთვის:

სტატიები მიიღება სოციალური მეცნიერებების,  თეოლოგიის, რელიგიის კვლევების, სამართლის, ეკონომიკის, ტურიზმისა  და ბიზნესის მიმართულებებიდან ქართულ, ინგლისურ , იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, და ბერძნულ ენებზე;

მასალების მიღების ბოლო ვადა: 2023 წლის 01 ივნისი;

გამოქვეყნების მსურველებმა  სტატიები უნდა გააგზავნოთ შემდეგ მისამართზე: orbelianijournal@sabauni.edu.ge

ჟურნალში გამოქვეყნების უფლება აქვს მხოლოდ   დოქტორის  ხარისხის მქონე პირებს ან  დოქტორანტებს; მაგისტრებს ენიჭებათ მხოლოდ თანაავტორობის უფლება; 

 სტატიების მიღებისა და გამოქვეყნების პირობების  შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ჟურნალის ვებ გვერდი.