About the Journal

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლის კონსტიტუცია~ სამეცნიერო სტატიების კრებულია, რომელშიც შესულია საკონსტიტუციო სამართალში პირველი ეროვნული კონფერენციის მონაწილეთა მოხსენებები. 2013 წლის 21 თებერვალს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა პირველი კონფერენცია საკონსტიტუციო სამართალში, რომელიც მომავალში ყოველწლიური გახდება.
კრებულში წარმოდგენილია კონფერენციის გამომსვლელთა იმ ნაწილის მოხსენებები, რომლებიც აქამდე არსად გამოქვეყნებულა. წიგნი განკუთვნილია იურისტების, ისტორიკოსების, პოლიტოლოგებისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების სხვა მიმართულების წარმომადგენელთათვის, ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემატიკით დაინტერესებული პირებისთვის.

Current Issue

2013: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლისკონსტიტუცია
					View 2013: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და 1921 წლისკონსტიტუცია
Published: 2025-12-12

articles

View All Issues