სარედაქციო პოლიტიკა

სარედაქციო ეთიკა და პოლიტიკა

საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ აერთიანებს მკვლევრებს, რომლებიც იკვლევენ კათოლიკური ეკლესიის ისტორიულ, კულტურულ, თეოლოგიურ და სოციალურ მემკვიდრეობას საქართველოში. თემატიკა მოიცავს როგორც საარქივო და საეკლესიო დოკუმენტაციას, ისე კულტურული მემკვიდრეობის კვლევას, ინტერკულტურულ ურთიერთობებსა და ისტორიულ ანალიზს. სწორედ ამიტომ კონფერენცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აკადემიურ სიზუსტეს, პასუხისმგებლობასა და ეთიკურ სტანდარტებს.

სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება მიუკერძოებლობას, გამჭვირვალობასა და აკადემიური მრავალხმიანობის პატივისცემას. კონფერენცია არ წარმოადგენს იდეოლოგიურ ან ინსტიტუციურ პლატფორმას; მისი მიზანია სამეცნიერო, არგუმენტირებული და წყაროებზე დაფუძნებული კვლევების წახალისება.

ავტორობა და სამეცნიერო პასუხისმგებლობა

კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები ხშირად ეფუძნება საარქივო მასალებს, საეკლესიო დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს. ავტორები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ:

  • გამოყენებული წყაროების ზუსტი და სრული მითითება;

  • ინტერპრეტაციების სამეცნიერო არგუმენტაცია;

  • კვლევის პროცესის გამჭვირვალობა.

ავტორად მიიჩნევა მხოლოდ ის პირი, ვინც არსებითად მონაწილეობდა კვლევასა და ტექსტის მომზადებაში და იღებს პასუხისმგებლობას ნაშრომის შინაარსზე.

რეცენზირება

ყველა ნაშრომი გადის ორმაგ ბრმა რეცენზირების პროცესს. შეფასება ხორციელდება დარგობრივი კომპეტენციის მქონე სპეციალისტების მიერ. რეცენზირების პროცესის  მიზანია, ნაშრომის ხარისხის გაუმჯობესება.

დაცულია კონფიდენციალურობა და ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების ვალდებულება.

ეთიკური სტანდარტები და კეთილსინდისიერება

პლაგიატი, მონაცემთა ფალსიფიკაცია, დუბლირებული პუბლიკაცია, ციტირებით მანიპულაცია და ავტორობის არასწორი მითითება წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას და გამოიწვევს ნაშრომის უარყოფას ან გამოქვეყნებული მასალის გაწვევას.

თუ კვლევა ეხება ცოცხალ პირებს ან პერსონალურ მონაცემებს, აუცილებელია ეთიკური სტანდარტების დაცვა და საჭიროების შემთხვევაში — ინფორმირებული თანხმობა.

ინტერესთა კონფლიქტი

რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის კვლევა, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ინსტიტუციურ ან პირად კავშირებს. ამიტომ ავტორებმა, რეცენზენტებმა და რედაქტორებმა უნდა განაცხადონ ნებისმიერი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, რათა დაცული იყოს სამეცნიერო მიუკერძოებლობა.

აკადემიური ჩანაწერის დაცვა

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იღებს ვალდებულებას დაიცვას სამეცნიერო ჩანაწერის სანდოობა. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია:

  • შესწორება;

  • ავტორის გაფრთხილება;

  • ნაშრომის გაწვევა.

ყველა ასეთი გადაწყვეტილება იქნება საჯაროდ ხელმისაწვდომი და დაკავშირებული ორიგინალურ პუბლიკაციასთან.

 რეცენზირების კრიტერიუმები

რედაქტორი და სარედაქციო კოლეგია განიხილავს  შემოსულ სტატიებს; იმ შემთხვევაში, თუ სტატია თანხვდება კონფერენციის თემას და მიზანს და აკმაყოფილებს სამეცნიერო კვლევის სტანდარტს,  ეძლევა რეკომენდაცია რეცენზირებაზე გადასაგზავნად. 

სტატიის შეფასების კრიტერიუმები:

  • სტატიის სტრუქტურა;
  • სტატიის სიახლე და კონტრიბუცია შესაბამის სფეროში;
  • მეთოდოლოგიური გამართულობა და მოსაზრებების არგუმენტირებულობა;
  • კვლევის თეორიული და პრაქტიკული შედეგები;
  • ციტირების წესების დაცვა                                                                                                                                 ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა

    გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და აკადემიური მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, კონფერენციის  სარედაქციო საბჭომ შეიმუშავა  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა:

    ხელოვნური ინტელექტი, როგორც ავტორი

    კონფერენციის სარედაქციო საბჭო არ იღებს სტატიებს, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ან სისტემები მოხსენიებულია, როგორც ავტორები ან თანაავტორები. ავტორობა მოითხოვს ანგარიშვალდებულებას და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს არ შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა სამეცნიერო ნაშრომის სიზუსტეზე, მთლიანობასა ან/და ორიგინალურობაზე.

    ხელოვნური ინტელექტი, როგორც ბიბლიოგრაფიული წყარო

    კონფერენციის სარედაქციო საბჭო არ იღებს ხელნაწერებს, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამები (მაგ., ChatGPT, Claude და სხვა) ბიბლიოგრაფიულ წყაროებად არის მოხსენიებული. ასეთ შინაარსს შეიძლება არ ჰქონდეს სანდოობა.

    ხელოვნური ინტელექტი, როგორც წერისა და კვლევის დახმარების ინსტრუმენტი

    კონფერენციის სარედაქციო საბჭო მიესალმება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას დამხმარე მიზნებისთვის, მათ შორის:

    • გრამატიკისა და ენის რედაქტირება;
    • თარგმანი;
    • უკუკავშირი სტრუქტურასა და სტილზე;
    • მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია;
    • პროგრამირების მხარდაჭერა;

    გამჟღავნების მოთხოვნა:

    ხელოვნური ინტელექტის დამხმარე  ინსტრუმენტებად გამოყენების შემთხვევაში, ავტორებმა სტატიას უნდა დაურთონ განცხადება  სათაურის შემდგომ:

    „დეკლარაცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“.

    შაბლონი:

    „სტატიის მომზადების პრცესში , ავტორმა(ებმა) გამოიყენეს [ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის სახელი] [კონკრეტული მიზნით]. ავტორმა(ებმა) გადახედეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ შინაარსს და სრულად იღებენ პასუხისმგებლობას პუბლიკაციის შინაარსზე“.

    ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეცენზირების პროცესში

    კონფერენციის სარედაქციო საბჭო მკაცრად კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას რეცენზირების პროცესში. რეცენზირება არის სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მოითხოვს პირად ექსპერტიზას, კრიტიკულ განსჯას და ეთიკურ პასუხისმგებლობას. რეცენზენტები ხელნაწერების შეფასებისას უნდა დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას.