2024 წლის 25-26 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება; სიმპოზიუმი ეძღვნება წმიდა ქეთევან დედოფლის მოწამეობის 400 წლისთავს.
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ონლაინ (https://forms.gle/rtYfSF1ixAcT93rC6 ) ან ჩამოტვირთოთ.
მნიშვნელოვანი ვადები:
2024 წლის 10 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2024 წლის 20 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;