განაცხადების მიღება

მე-8 საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“

ადგილი:სულხან -საბა ორბელიანის უნივერსიტეტი

2025 წლის 17-18 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება; სიმპოზიუმი ეძღვნება სულხან-საბა ორბელიანის გარდაცვალებიდან 300 წლისთავს.

წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ გამოიცემა კრებულის სახით.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური. 

რეგისტრაციისათვისგთხოვთშეავსოთ თანდართული  განაცხადის ფორმა  განაცხადის ფორმა ონლაინ  ან ჩამოტვირთოთ.

მნიშვნელოვანი ვადები:
2025 წლის 10 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა.
2025 წლის 25 მაისი - სტატიების გადმოგზავნის ბოლო ვადა.

სტატიების  მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;

აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი  - 2 სმ
შრიფტიქართული - sylfean
ზომა - 12
ინგლისური/იტალიური - Times New Roman,
ზომა - 12
ინტერვალი - 1 (Single)
აბზაცი - 1 სმ
სათაური (Bold) ზომა 14

ტექსტის სტრუქტურა:

  • ავტორის გვარი, სახელი, აფილაცია, პირველ ხაზზე (Bold);
  • ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
  • მოკლე რეზიუმე ინგლისურ ენაზე
  • ციტირებ და ბიბლიოგრაფია - ჩიკაგოს სტილით;

შენიშვნა: არალათინური შრიფტით დამოწმებული წყაროები ბიბლრაფიაში მიუთითეთ რომანიზაციის წესის მიხედვით ტრანსლიტერირებული ფორმით. ტრანსლიტერაციის წესებს გაეცნობით ბმულზე.


სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.

სამეცნიერო კომიტეტი:

  • ნუგზარ ბარდაველიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
  • მამა გაბრიელე ბრაგანტინი (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
  • ვაჟა ვარდიძე (სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
  • მერაბ ღაღანიძე (საქართველოს უნივერსიტეტი)

საორგანიზაციო კომიტეტი:

  • მანანა ანდრიაძე
  • შორენა პარუნაშვილი
  • მამა აკაკი ჭელიძე