ანდრეა - მე-17 ს-ში გოაში მოღვაწე ქართველი თეატინელი მისიონერი
DOI:
https://doi.org/10.52340/chg.2024.06.13ანოტაცია
ძმა ანდერა ლიპომანო, დაბადებული ნასყიდაში, არ არის ყველაზე ცნობილი მისიონერი საქართველოში მოღვაწე თეატინელ ბერებს
შორის, თუმცა, ის შეიძლება ჩავთვალოთ მისიის ყველაზე საინტერესო პიროვნებად. ერთი შეხედვით, ანდრეა ის ჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცია გორიდან, რომელმაც განათლება მიიღო კათოლიკე მისიონერებისაგან. იმის გამო, რომ ანდრეა მოექცა კათოლიკედ, თანამემამულეების მხრივ, დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდა. თავის სულიერ მოძღვარ, თეატინელთა მისიის დამფუძნებელ, პიეტრო ავიტაბილიესთან ერთად, ანდრეამ ბევრი იმოგზაურა როგორც საქართველოსა და სომხეთში, ასევე – იტალიასა და ინდოეთში. ის გულმხურვალე მორწმუნე, თავისი საქმის ბოლომდე ერთგული და თავგანწირული ქრისტიანი იყო. მან აქტიური როლი შეასრულა გოაში თეატინელთა მისიის დაფუძნებაში. შეიძლება ითქვას, რომ ანდრეა, პირველი ქართველი კათოლიკე მღვდელმსახური, საკვანძო ფიგურაა საქართველოს კათოლიკობის ისტორიაში