ჟურნალის შესახებ
ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ 2017 წელს დაფუძნდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისიის მიერ.
სიმპოზიუმის მიზანია, წაახალისოს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოება სათანადოდ იქნას შესწავლილი და გამოკვლეული კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე სოციუმის წვლილი ქვეყნის სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე. კონფერენცია რეგულარული ხასიათისაა მასზე წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა. კონფერენციის მნიშვნელობას მასში ყოვეწლიურად მზარდი სამეცნიერო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების ჩართულობაც მოწმობს.
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული, ინგლისური და იტალიური.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.