ახალი სტატიების მიღება
იწყება სტატიების მიღება ჟურნალის Orbeliani Law Review-ის მომდევნო ზოგადი ნომრისთვის (ტ. 6, 2026).
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2026 წლის 1-ლი ივლისი.
ნომერი გამოიცემა 2026 წლის დეკემბერში.
სტატიის წარმოდგენის წესები:
სტატიები უნდა იყოს ინგლისურენოვანი, წარმოადგინდეს ორიგინალურ კვლევას და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ადრე, არც ერთ ენაზე.
სტატია უნდა ეხებოდეს კანონის აქტუალურ პრობლემებს და უნდა გააჩნდეს სამეცნიერო ღირებულება; ჟურნალის რედაქცია მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებსაც.
ერთ სტატიას არ უნდა ჰყავდეს ოთხზე მეტი ავტორი.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 8 გვერდისა და არ უნდა აღემატებოდეს 28 000 სიმბოლოს სივრცეების ჩათვლით.
ავტორთა სახელმძღვანელო წესებს დეტალურად გაეცნობით ბმულზე: https://journals.sabauni.edu.







