რეცენზენტებისთვის

სარედაქციო კოლეგია მიღებულ, ორიგინალურ კვლევით  სტატიებს რეცენზირებისთვის უგზავნის ორ  ექსპერტს. იმ შემთხვევაში, თუ სტატია მიიღებს ორ დადებით რეცენზიას, დაიბეჭდება ჟურნალში;

ერთ-ერთი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, სტატია იგზავნება მესამე რეცენზენტთან;

სტატიის მიღების შესახებ ავტორებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით;

სტატიის შეფასების კრიტერიუმები:

  • სტატიის სტრუქტურა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
  • სტატიის სიახლე და კონტრიბუცია შესაბამის სფეროში (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
  • მეთოდოლოგიური გამართულობა და მოსაზრებების არგუმენტირებულობა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია);
  • კვლევის თეორიული და პრაქტიკული შედეგები (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/გასაუმჯობესებელია);
  • ციტირების წესების დაცვა (აკმაყოფილებს მოთხოვნებს/ გასაუმჯობესებელია).

სარედაქციო პოლიტიკა თარგმნილი სტატიებისთვის

ჟურნალში შემოსული თარგმანების დაბეჭდვის გადაწყვეტილებას იღებს რედაქტორი,  სარედაქციო საბჭოსთან კონსულტაციის გზით;  თარგმანი იბეჭდება იმ შემთხვევაში, თუ აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა. თარგმანი მნიშვნელოვანი, ახალი ცოდნის გავრცელებას შეუწყობს ხელს;

ბ. ენობრივად აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტს;

გ.საავტორო უფლებები გათვალისწინებულია

ჟურნალი კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას რეცენზირების პროცესში. რეცენზირება წარმოადგენს მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობის მატარებელ საქმიანობას, რომელიც ეფუძნება ექსპერტის პირად კომპეტენციას, კრიტიკულ ანალიზსა და ეთიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, რეცენზირების პროცესში დასაშვებია მხოლოდ ავტორის საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება.