1512-2069
E ISSN 2720-863X
სამეცნიერო ეთიკა და პოლიტიკა
ჟურნალ ,,დიალოგის“ სარედაქციო ჯგუფი იზიარებს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ძირითად ღირებულებებს, ხელმძღვანელობს კვლევის, აზროვნების გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლებისა და კვლევის საგამომცემლო ეთიკის (COPE) პრინცპებით და მის საფუძველზე განსაზღვრავს სარედაქციო პოლიტიკას;
რედაქტორის ფუნქციები და მოვალეობები:
სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით, რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიასთან კონსულტაციის გზით, განსაზღვრავს ჟურნალის მიზნებს, ამოცანებსა და საგამომცემლო პოლიტიკას; რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიასთან ერთად, პასუხისმგებლია ჟურნალის ხარისხზე. მუდმივად ზრუნავს მის განვითარებასა და დახვეწაზე.
რედაქტორი უზრუნველყოფს შემოსული სტატიების ანტიპლაგიატის პროგრამაში შემოწმებას და რეცენზირებისთვის უგზავნის დარგის ორ ექსპერტს;
იმ შემთხვევაში თუ პროგრამამ პლაგიატის ფაქტი დაადგინა, რედაქტორი სტატიის რეცენზირების პროცესზე უარს ამბობს და უბრუნებს ავტორს;
რედაქტორი ვალდებულია სტატიის გამოქვეყნებაზე თანხმობა ან/და უარი ავტორებს აცნობოს ელქტრონული ფოსტის საშუალებით და წერილს რეცენზენტთა დასკვნებიც დაურთოს.
ჟურნალის რედაქტორი ვადებულია, შემოსული სტატიებისთვის უზრუნველყოს რეცენზირების პროცესის მაღალი ხარისხი; რედაქტორი პასუხისმგებელია რეცენზენტის კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე, იმ შემთხვევაში თუ ავტორი დასაბუთებელ ეჭვს შეიტანს რეცენზენტის მიკერძოებულობაში, სარედაქციო ჯგუფი ვალდებულია, სარედაქციო ჯგუფთან კონსულტაციის გზით, გადაწყვიტოს საკითხი- გაააგზავნოს ახალ რეცენზენტთან ან სარედაქციო ბორდის რეკომენდაციით, მიიღოს გამოქვეყნების გადაწყვეტილება;
სარედაქციო ჯგუფი, ნებისმიერი გადაცდომის შემთხვევაში, ვალდებულია, მოიხადოს ბოდიში, გამოაქვეყნოს ახნა-განმარტება ან დაზუსტება;
რეცენზირების საშაულო ხანგრძლივობა შეადგენს ორ თვეს; ყოველწიურად სტატიების მიღების დედლაინად განსაზღვრულია 31 მაისი.
ჟურნალი გამოიცემა ყოველი წლის დეკემბერში.
რეცენზენტის მოვალეობები:
რეცენზენტი ვალდებულია, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად, დადგენილ ვადაში უზრუნველყოს სტატიის შეფასება; დაიცვას კონფიდენციალობა და ობიექტურობა.
რეცენზენტი სტატიას აფასებს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით შემუშავებული „შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე;
ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში რეცენზენტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სარედაქციო ჯგუფს და უარი თქვას სტატიის რეცენზირებაზე;
ავტორთა მოვალეობები:
ავტორები ვალდებული არიან სტატიები ჟურნალის რედაქციას ელექტრონული პლატფორმის საშუალებით გადაუგზავნონ; (ლინკი) სტატიის ატვირთვისას ავტორები თანხმობას აცხადებენ, რომ მოცემული სტატია წარმოადგენს მათ ორგინალურ ნამუშეავარს, არ შეიცავს პლაგიატს და მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული არც ერთ გამოცემაში, არც ერთ ენაზე.
ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა ავტორებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, ხელახლა გამოქვეყნონ სტატია სხვაგან, იმ პირობით, რომ ხელახალ გამოცემაში მითითებული იქნება თავდაპირველი პუბლიკაციის წყარო.
იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სტატია შეიცავს კვლევის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები ან ცხოველები, ავტორები ვალდებული არიან მიუთითონ, რომ გათვალისწინებული აქვთ საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინები (მაგ. ჰელსინკის კლინიკური კვლევის დეკლარაცია, ან AERA -სა და BERA-ს სახელმძღვანელო პრინციპები საგანმანათლებლო კვლევისთვის).
1512-2069
E ISSN 2720-863X