1512-2069
E ISSN 2720-863X
წარმოდგენილი ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ნაშრომის მოცულობა არ უნდა იყოს 5 გვერდზე ნაკლები და არ უნდა
აღემატებოდეს A4 ზომის 25 ნაბეჭდ გვერდს;
ნაშრომს უნდა ახლდეს:
ავტორის თანამდებობა, სამეცნიერო წოდება, აფილაცია, ელექტრონული მისამართი (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
აბსტრაქტი და სათაური ქართულ და ინგლისურ ენაზე - (150-200 სიტყვა);
3-5 საკვანძო სიტყვა ქართულ და ინგლისურ ენაზე;
ნაშრომი აკრეფილი უნდა იყოს Sylfaen შრიფტით, შრიფტის ზომა 11, ინტერვალი 1.5.
სურათები, ცხრილები და დიაგრამები თავსდება ტექსტში და ინომრება არაბული
ციფრებით.
ჟურნალში სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
ციტირებისა და დამოწმების წესები
ჟურნალი სარგებლობს დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ შემუშავებული მითითებისა და აღნიშვნის სტანდარტით სამართალში. ,,მითითებისა და აღნიშვნის სტანდარტი” ითვალისწინებს აკადემიური ციტირების გერმანულ მოდელს (აღნიშვნა ყოველი გვერდის ბოლოს). სტატიის ბოლოს გამოყენებულ წყაროთა მითითება ბიბლიოგრაფიების სახით სავალდებულო არაა. სქოლიოში მითითებული წყაროები ინომრება თანმიმდევრობით, ზრდადობის მიხედვით.
თითოეულ აღნიშვნაში ყოველი მონაცემი ერთმანეთისგან მძიმის საშუალებით გამოიყოფა (საგამონაკლისო შემთხვევების გარდა) და შენიშვნის ბოლოს აუცილებლად იწერება წერტილი. წლისა და გვერდის მითითებისას არ გამოიყენება შემოკლებები, გამოიყენება მხოლოდ შესაბამისი რიცხვები.
უცხოენოვანი ორიგინალური წყაროების გამოყენებისას თითოეული სიტყვა იწყება დიდი ასოთი, კავშირების, წინდებულებისა და არტიკლების გარდა. აბრევიატურებისა და შემოკლებების ხმარებისას აუცილებლად უნდა მიეთითოს მისი სრული დასახელება და გაკეთდეს შესაბამისი აღნიშვნა მომავალში მისი მითითების სტილთან დაკავშირებით. მაგალითად, გაეროს ლტოლვითა უმაღლესი კომისარიატი (შემდგომში -`გლუკი`).
საყოველთაოდ აღიარებული შემოკლებებისა და აბრევიატურის განმარტება არაა საჭირო. მაგალითად, `იხ.` (იხილე), `შეად.“ (შეადარე`, `გაერო`, `ნატო` და ა.შ.)
ქართულენოვან ტექსტში გამოიყენება `ქვედა` და `ზედა` ბრჭყალები - ` ` (იწერება Tab-ის ზედა ღილაკის საშუალებით), ხოლო უცხოენოვან ტექსტში `ზედა` - “ ” ბრჭყალები (იწერება Enter-ის გვერდითა ღილაკის საშუალებით);
პირდაპირი ციტირების შემთხვევაში წერტილი (ან სხვა შესაბამისი სასვენი ნიშანი) ბრჭყალის შიგნით იწერება, თუ ტექსტი მთლიანადაა მოყვანილი, ხოლო ბრჭყალის გარეთ - თუ ციტირებულია კონკრეტული სიტყვა ან წინადადების ნაწილი რთულ წინადადებაში.
ამ წესის შესაბამისად ხდება აღნიშვნის სიმბოლოს მითითებაც. პირველ შემთხვევაში სიმბოლოთა განლაგება უნდა იყოს შემდეგი: წერტილი (ან სხვა შესაბამისი ნიშანი), ბრჭყალი, აღნიშვნა; მეორე შემთხვევაში - ბრჭყალი, აღნიშვნა, სასვენი ნიშანი.
ერთხელ მითითებული წყაროს ხელახლა გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია გაკეთდეს აღნიშვნა შესაბამის შენიშვნაზე მითითებით (მაგალითად, `იხ., შენიშვნა 15, გვერდი ნაშრომში.` ან ავტორი, `დასახ. ნაშრომი`, გვერდი ნაშრომში).
თუ იგივე წყარო ზედიზედ მოსდევს წინა შენიშვნას, სრული მითითების ნაცვლად იწერება `იქვე` და შესაბამისი გვერდის ნომერი (თუკი იგივე გვერდია, მაშინ გვერდის მითითება საჭირო არაა).
ელექტრონული წყაროს გამოყენებისას შესაძლებელია როგორც ზუსტი ელექტრონული მისამართის, ისე ელექტრონული ვებ-გვერდისა და მისი ოფიციალური სახელწოდების მითითება და ამ ელექტრონული რესურსის უკანასკნელად ნახვის თარიღი კვადრატულ ფრჩხილებში. ორივე შემთხვევაში ელექტრონული მისამართის დასაწყისში იწერება `<`, ხოლო ბოლოში - `>
წიგნი
ერთავტორიანი წიგნის სქოლირებისას უნდა მიეთითოს ავტორის ვინაობა - გვარი და სახელის ინიციალი; წიგნის სახელწოდება; გამოცემის ადგილი; წელი და შესაბამისი გვერდი.
მაგალითი:
ზოიძე ბ., საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, 56
Miller A., The Supreme Court and American Capitalism, New York, 1968, 73
ორი ან რამდენიმე ავტორის არსებობის შემთხვევაში, მიეთითება ყველა ავტორის მონაცემი (გვარი და სახელის ინიციალი); წიგნის სახელწოდება; გამოცემის ადგილი; წელი და შესაბამისი გვერდი.
მაგალითი:
კვერენჩხილაძე გ., მელქაძე ო., საფრანგეთის სახელმ[1]წიფო სისტემა, თბილისი, 1997, 84.
Walsh A., Hemmens C., Law, Justice, and Society: a Sociolegal Introduction, New York, 2010, 144.
ავტორთა კოლექტივის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოს, ნაშრომის შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული თავები, ქვეთავები ან პარაგრაფები განაწილებულია ავტორებს შორის და გამოტანილი არაა ნაშრომის ავტორთა ვინაობა ყდაზე, ციტირება ხდება შემდეგი წესით: ნაშრომის სახელწოდება; ნაშრომის რედაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემის ადგილი და წელი; შესაბამისი გვერდი.
მაგალითი:
საქართველოს კონსტიტუცია და 2010 წლის კონსტიტუციური რეფორმა, თბილისი, 2010, 42
Handbook of Polish Law, Edited by Dajczak W., Szwarc A.J., Wilinski P., Poznan, 2011, 211.
კრებული
კრებულის ციტირებისას უნდა მიეთითოს მონაცემები შემდეგი თანმიმდევრობით: სტატიის ავტორის გვარი და სახელის ინიციალი; სტატიის სახელწოდება; კრებულის სახელწოდება; კრებულის რედაქტორი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გამოცემის ადგილი და წელი; შესაბამისი გვერდი.
მაგალითი:
ტუღუში გ., რელიგიურ საკითხებთან დაკავშირებული გამოხატვის კრიმინალიზაცია, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და საქართველო, კ. კორკელიას რედაქტორობით, თბილისი, 2011, 243.
სტატია
სამეცნიერო ჟურნალიდან სტატიის გამოყენებისას შენიშვნაში მიეთითება: სტატიის ავტორის მონაცემები (გვარი და სახელის ინიციალი); სტატიის სახელწოდება, ჟურნალის სახელწოდება; ნომერი; გამოცემის წელი, შესაბამისი გვერდი. ჟურნალიდან ციტირების შემთხვევაში არ ეთითება გამოცემის ადგილი.
მაგალითი
ბეგიაშვილი ნ., ვალდებულების შესრულების შეუძლებლობა (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი), სამართლის ჟურნალი , #1(2)
Faber R., The Austrian Constitutional Court - An Overview, Vienna Journal on International Constitutional Law, Vol. 1, 2008, 50.
ანგარიშის, მოხსენება ან დასკვნა
ანგარიშის, მოხსენების ან დასკვნის ციტირებისას შენიშვნაში მიეთითება: მოხსენების ავტორის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) - კონკრეტული პირის შემთხვევაში ავტორის გვარის და სახელის ინიციალი, ხოლო რაიმე ორგანოს, პირთა ჯგუფის, ორგანიზაციისას - მისი ოფიციალური სახელწოდება; მოხსენების სახელწოდება; იმ ფორუმის, კონფერენციის, სემინარის სახელწოდება, რომელზედაც მოხსენება გაეცნო საზოგადოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მოხსენების გაცხადების (გამოქვეყნების, წარმოთქმის) ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); მოხსენების გაცხადების ან გამოქვეყნების თარიღი, შესაბამისი გვერდი.
მაგალითი
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, თბილისი, 2011, 151.
Papuashvili G., Problematic Aspects of Interrelationship between the Constitutional and Ordinary Courts, 1st Congress of the World Conference on Constitutional Justice, Cape Town, 23–24 January 2009, 3.
ანგარიშის, მოხსენების, დასკვნის, მოსაზრებების ციტირებისას, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს და არ მომხდარა მისი ბეჭდური სახით გამოცემა, დამატებით უნდა მიეთითოს შესაბამისი ელექტრონული რესურსი.
მაგალითი
კახიანი გ., მოსაზრებები კონსტიტუციური კანონის პროექტთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე, 4; იხ. <http://www.parliament.ge/publicdebates/article_7.pdf> [01.08.2012].
Universal Jurisdiction: Scope and Limitations under International Law, 12 Nov. 2010; ix., <http://www.lawyersnjurists.com/articlesand-assignment/universal-jurisdiction-scope-and-limitations-underinternational-law/> [05.07.2011].
თარგმნილი წყაროები
ნათარგმნი წიგნის გამოყენებისას უნდა მიეთითოს: ავტორის ვინაობა - გვარი და სახელის ინიციალი; წიგნის სახელწოდება; წიგნის მთარგმნელის სახელის ინიციალი და გვარი; თარგმანის რედაქტორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელის ინიციალი და გვარი; გამოცემის ადგილი, წელი და შესაბამისი გვერდი.
მაგალითი
დავიდი რ., თანამედროვეობის ძირითადი სამართლებრივი სისტემები, თ. ნინიძისა და ე. სუმბათაშვილის თარგმანი, თ. ნინიძის რედაქტორობით, თბილისი, 2010, 239.
Kelsen H., Pure Theory of Law, Translated by M. Knight, Los Angeles, London, 1970, 140.
სამეცნიერო ჟურნალიდან ნათარგმნი სტატიის გამოყენებისას შენიშვნაში მიეთითება: სტატიის ავტორის მონაცემები (გვარი და სახელის ინიციალი); სტატიის სახელწოდება, მთარგმნელის სახელის ინიციალი და გვარი, ჟურნალის სახელწოდება; ნომერი; გამოცემის წელი; შესაბამისი გვერდი.
მაგალითი
კელზენი ჰ., რა არის სამართლის წმინდა თეორია?, ლ. ბრეგვაძის თარგმანი, სამართლის ჟურნალი, #2, 2011, 300.
Radbruch G., Five Minutes of Legal Philosophy, Translated by Bonnie Litschewski Paulson and Stanley L. Paulson, Oxford Journal of Legal Studies, Vol. 26, Issue 1 (Spring 2006), 15
მეორეული წყაროები
ნაშრომიდან ციტირებისას, თუკი თავად ტექსტი დამოწმებულია სხვა ავტორის ციტატით, პერიფრაზით, მიეთითება: 1. პირველადი წყარო, რომელიც ავტორს აქვს გამოყენებული, რის შემდეგადაც კეთდება აღნიშვნა - `ნაშრომიდან:~, `წიგნიდან:~ და მსგ. შესაბამისი აღნიშვნის შემდეგ კი მიეთითება ის ნაშრომი, სადაც მოხმობილია ციტატა. 2. წყარო, რომელშიც მოხმობილია შესაბამისი პერიფრაზი ან ციტატა, რის შემდეგაც კეთდება აღნიშვნა - `იხ. ციტირება:` და მიეთითება შესაბამისი ავტორის მიერ ციტირებული ლიტერატურა.
თუკი შეუძლებელია ავტორის მიერ მითითებული ლიტერატურის თქვენს მიერ გამოყენებად სტილზე მორგება, მაშინ ციტირებული ლიტერატურის შენიშვნაში მოხმობილი მონაცემების მითითება უცვლელად ხდება.
მაგალითი
ზოიძე ბ., საკონსტიტუციო კონტროლი და ღირებულებათა წესრიგი საქართველოში, თბილისი, 2007, 61; იხ. ციტირება: შაიო ა., ხელისუფლების თვითშეზღუდვა კონსტიტუციონალიზმის შესავალი, თბილისი, 2003, 285
Fletcher G., Basic Concepts of Legal Thought, New York, 1995, 25, naSromSi: Sadurski W., Constitutional Review in Europe and in the United States: Influences, Paradoxes, and Convergence, Legal Studies Research Paper, No. 11/15, 2011, 15
საქართველოს ნორმატიული აქტები
გავრცობილი მითითება
საქართველოს ნორმატიული აქტების გამოყენებისას, შენიშვნაში მიეთითება სამართლებრივი აქტის ოფიციალური სახელწოდება, ნომერი, `საქართველოს საკანონმდებლო მაცნის`შესაბამისი ნომერი, რომელშიც გამოქვეყნდა აქტი (2011 წლის პირველი იანვრის შემდეგ მიღებულ აქტებს მიეთითება `საქართველოს საკანონმდებლო მაცნის~ ოფიციალური ვებგვერდი), გამოქვეყნების თარიღი, შესაბამისი მუხლი, პუნქტი, ნაწილი ან ქვეპუნქტი (საჭიროების შემთხვევაში).
2011 წლის 1 იანვრამდე მიღებულ ნორმატიულ აქტთა მითითებისას
მაგალითი
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი, საქართველოს საპარლამენტო უწყებანი #31-33, 1995.
`აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის დამტკიცების შესახებ~ საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი, #305-რს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე #16, 04.07.2004.
2011 წლის 1 იანვრის შემდეგ მიღებულ ნორმატიულ აქტთა მითითებისას
მაგალითი
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი პუნქტი, #5636-რს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 10.01.20
გამარტივებული წესი
ნორმატიული აქტის მითითებისას, შენიშვნაში აღინიშნება მისი ოფიციალური სახელწოდება და შესაბამისი მუხლი, პუნქტი (ნაწილი) თუ ქვეპუნქტი.
მაგალითი
საქართველოს შრომის კოდექსის მე-10 მუხლი.`საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ~ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტი.
ძალადაკარგული ნორმატიული აქტის გამოყენების შემთხვევაში მითითებას ემატება მისი გაუქმების შესახებ აღნიშვნა და შესაბამისი თარიღი - `(ძალადაკარგულია --.--.--).
მაგალითი
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 12610-ე მუხლის მე-2 პუნქტი, #1047-რს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #25, 22.08.2001 (ძალადაკარგულია, 10.01.2012).
საერთაშორისო შეთანხმებები
საერთაშორისო შეთანხმებების დასახელების მითითება შესაძლებელია როგორც ქართულ ენაზე, ისე ორიგინალში. ამ ტიპის ციტირებისას აღნიშვნაში უნდა წარმოჩინდეს შემდეგი ინფორმაცია შესაბამისი თანმიმდევრობით: საერთაშორისო შეთანხმების დასახელება და მისი ტიპი (მაგ., პაქტი და ა.შ.);
საერთაშორისო შეთანხმების მხარეები, თუ ისინი სამი ან უფრო ნაკლები წევრი მხარისგან შედგებიან; საერთაშორისო შეთანხმების რეგისტრაციის მონაცემები, ასეთის არსებობის შემთხვევაში; საერთაშორისო შეთანხმების მიღების ან ხელმოსაწერად გახსნის თარიღი (იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე მიეთითება მხოლოდ ხელმოწერის თარიღი); საერთაშორისო შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი.ყველა ეს მონაცემი ერთმანეთისგან გამოიყოფა მძიმით (მხარეებისა და შეთანხმების მიღების ან ხელმოწერის თარიღის გარდა, რომლებიც ფრჩხილებით გამოიყოფა) და ბოლოს შეიძლება მიეთითოს კონკრეტული მუხლი.
მაგალითი
Convention Relating to the Status of Refugees, 189 UNTS 137 (მიღებულია 1951 წლის 28 ივნისს, ძალაში შევიდა 1954 წლის 22 აპრილს) მუხლი 33.
სასამართლოთა გადაწყვეტილებები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აქტები
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო ჩანაწერის ციტირებისას მიეთითება სასამართლოს ოფიციალური სახელწოდება, გადაწყვეტილების/განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღების თარიღი, ნომერი, საქმის სახელწოდება (დასახელება უნდა ჩაისვას ბრჭყალებში).
გადაწყვეტილება
მაგალითი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2001 წლის 30 მარტის #6/134-139-140 გადაწყვეტილება საქმეზე, `საქართველოს პარლამენტის წევრთა სამი ჯგუფი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 11 აპრილის #1/1/468 გადაწყვეტილება საქმეზე, `საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ~.
განჩინება
მაგალითი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 ნოემბრის #2/6/518 განჩინება საქმეზე, `საქართველოს მოქალაქე ვიტალი ნიშნიანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
საოქმო ჩანაწერი
მაგალითი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის #2/4/530 საოქმო ჩანაწერი საქმეზე, `საქართველოს მოქალაქეები - ვლადიმერ სანიკიძე და მაია ხუციშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ`.
პლენუმის დადგენილება
მაგალითი
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2010 წლის 20 თებერვლის #76/2 დადგენილება.
საქართველოს საერთო სასამართლოების აქტები
საქართველოს საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების, განჩინების, დადგენილების, ბრძანების ციტირებისას უნდა მიეთითოს სასამართლოს ოფიციალური დასახელება, სასამართლოს პალატის/კოლეგიის დასახელება, გადაწყვეტილების/განაჩენის/განჩინების/ბრძანების მიღების თარიღი, ნომერი და სახელწოდება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს აქტების მითითების შემთხვევაში სასამართლოს სახელწოდების შემდეგ მიეთითება შესაბამისი პალატის დასახელება.
მაგალითი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინება #ბს-1168-1136(კ-10).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და კომისიის გადაწყვეტილებები
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების ციტირებისას მიეთითება სასამართლოს ან კომისიის ოფიციალური სახელწოდება ქართულად; სასამართლოს აქტის თარიღი და საქმის დასახელება იტალიკით ინგლისურ ან ფრანგულ ენაზე და ბოლოს აღინიშნება პუნქტის (პარაგრაფის) ნომერი. მითითება უნდა მოხდეს ქართულ ენაზე, გარდა საქმის დასახელებისა.
როცა კონკრეტული მოსამართლის (ან მოსამართლეების) განსხვავებული აზრი ან დეკლარაცია დაერთვის საქმეს და მასზე ხდება მითითება, პარაგრაფის ნომრის მითითებამდე აღინიშნება ეს უკანასკნელი ფრჩხილებში, სასვენი ნიშნებით გამოყოფის გარეშე.
მაგალითი
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 28 ნოემბრის განჩინება საქმეზე, The Former King of Greece and others v. Greece (მოსამართლე კუმანტოსის განსხვავებული აზრი) პარ 1.
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და სხვადასხვა საერთაშორისო ან ჰიბრიდული ტიპის ტრიბუნალის გადაწყვეტილებები
საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს და სხვადასხვა საერთაშორისო ან ჰიბრიდული ტიპის ტრიბუნალის გადაწყვეტილებების ციტირება ხდება შემდეგი წესით:
უპირველეს ყოვლისა იტალიკით აღინიშნება საქმის დასახელება კონკრეტულ ბრალდებულსა (მსჯავრდებულის) და პროკურორზე მითითებით ორიგინალ ენაზე (მაგ., Prosecutor v. ბრალდებულის სახელი). შემდეგ დაისმის მძიმე და მიეთითება გადაწყვეტილების სახეობა, რასაც მოჰყვება საქმის ნომერი ფრჩხილებში და სასვენი ნიშნის გარეშე ემატება კონკრეტული
სასამართლო ორგანოს ზუსტი დასახელება. ეს ყველაფერი გამოიყოფა მძიმით და მიეთითება გადაწყვეტილების თარიღი, რის შემდეგაც (მძიმით გამოყოფით) აღინიშნება პარაგრაფის კონკრეტული ნომერი, თუკი არ ხდება ზოგადად გადაწყვეტილების ციტირება. როცა კონკრეტული მოსამართლის (ან მოსამართლეების) განსხვავებული აზრი ან დეკლარაცია დაერთვის საქმეს და მასზე ხდება მითითება, პარაგრაფის ნომრის მითითებამდე აღინიშნება ეს უკანასკნელი ფრჩხილებში, სასვენი ნიშნებით გამოყოფის გარეშე.
მაგალითი
Prosecutor v. Aleksovski, განაჩენი (IT-95-14/1-A), ყოფილი იუგოსლავიის ტრიბუნალის სააპელაციო პალატა, 2000 წლის 24 მარტი (მოსამართლე ჰანტის დეკლარაცია) პარ 2
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) და მუდმივი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს (PICJ) გადაწყვეტილებები
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) და მუდმივი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს (PICJ) გადაწყვეტილებების ციტირება ხდება შემდეგი წესით:
პირველად აღინიშნება საქმის დასახელება ორიგინალ ენაზე, რასაც მოჰყვება სასვენი ნიშნის გარეშე მონაწილე მხარეების მითითება ფრჩხილებში ქართულ ენაზე (გარდა იმ შემთხვევისა, თუ სახეზეა საკონსულტაციო მოსაზრება (Advisory Opinion0 ამ შემთხვევაში ფრჩხილებში მიეთითება `საკონსულტაციო მოსაზრება` ქართულ ენაზე). შემდეგ მიეთითება ქართულ ენაზე სასამართლოს დასახელება, რაც ორივე მხრიდან მძიმეებით გამოიყოფა. აღნიშნულს მოჰყვება გადაწყვეტილების გამოქვეყნების ოფიციალური ორგანოს რეკვიზიტები, რის შემდეგაც აღინიშნება გადაწყვეტილების თარიღი ფრჩხილებში და ბოლოს პარაგრაფი. თუ კონკრეტული მოსამართლის (ან მოსამართლეების)
განსხვავებული აზრი ან დეკლარაცია დაერთვის საქმეს და მასზე ხდება მითითება, პარაგრაფის ნომრის მითითებამდე ხდება აღნიშნულის წარმოდგენა ფრჩხილებში, სასვენი ნიშნებით გამოყოფის გარეშე.
მაგალითი
Interpretation of Peace Treaties with Bulgaria, Hungary and Romania ((საკონსულტაციო მოსაზრება), მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო, 1950 I.C.J. 65 (30 მარტი, 1950), პარ 23.
ევროპის კავშირის სასამართლოს გადაწყვეტილებები
1989 წლიდან მოყოლებული ევროპის კავშირის სასამართლოს საქმეების რეგისტრაცია ხდება შემდეგი წესის მიხედვით: ევროპული სასამართლოს (ECJ საქმეებისთვის გამოიყენება პრეფიქსი C და საერთო სასამართლოს (GC) მიმართ - თ. საერთო სასამართლო 2009 წლამდე არსებობდა, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო (CFI). 2005 წელს დაარსებული საჯარო სამსახურის ტრიბუნალის გადაწყვეტილებების ნუმერაცია აღირიცხება F-ით. 1989 წლამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებს არ უნდა დაემატოს წინ C. საქმეთა ციტირებისას უნდა იქნეს წარმოდგენილი შესაბამისი ინდექსი და საქმის ნომერი ერთად (გარდა 1989 წლამდე გამოტანილი საქმეებისა, რომელთა ინდექსაცია არ ხდებოდა). შემდეგ სასვენი ნიშნის გარეშე ხდება საქმის დასახელების
წარმოდგენა იტალიკით ორიგინალ ენაზე. ორივე მხრიდან სასვენი ნიშნების გარეშე, კვადრატული ფრჩხილებით მიეთითება გადაწყვეტილების გამოტანის წელი. ამას მოჰყვება ოფიციალური ბეჭვდითი ორგანო, სადაც გამოქვეყნდა გადაწყვეტილება და მასში ამ უკანასკნელის პირველი გვერდის ნომერი. ბოლოში დაისმის წერტილი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება პარაგრაფზე მითითება და ეს უკანასკნელი გამოიყოფა მძიმით
მაგალითი
საქმე C–176/03 Commission v Council [2005] ECR I–7879, par 47–48
ევროკავშირის Advocate General-ის მოსაზრებები მიეთითება სასამართლოს საქმეების მსგავსად, იმ განსხვავებით, რომ პარაგრაფის ნომრის წარმოდგენამდე Advocate General -ის მოსაზრებაზე კეთდება აღნიშვნა ფრჩხილებში ჩასმული ნიშნით -(AG)
ევროპული კომისიის ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება მერჯერს ან სამეწარმეო სამართალს, უნდა იქნან განხილულნი, როგორც სასამართლო საქმეები და მათი წარმოდგენა ხდება სპეციალური წესის შესაბამისად. ამ დროს იტალიკით მიეთითება საქმის მხარეების სახელი (ან საქმის კონკრეტული შემოკლებული სახელწოდება), რასაც სასვენი ნიშნის გარეშე მოსდევს ფრჩხილებში საქმის ნომერი. შემდეგ მიეთითება კომისიის გადაწყვეტილება ქართულ ენაზე და აღნიშნულს ემატება კომისიის გადაწყვეტილების ნომერი და შემდეგ კვადრატულ ფრჩხილებში მისი გადაწყვეტის წელი. ამ ყოველივეს სასვენი ნიშნის გარეშე ემატება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების პირველი გვერდი.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების ციტირება ხორციელდება შემდეგი წესით:
პირველად აღინიშნება გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და მძიმის შემდეგ ხდება ოფიციალურ გამოცემაზე მითითება შემდეგი აბრევეატურით BVerfGE,, რომლის წინაც აღინიშნება შესაბამისი ოფიციალური გამოცემის ნომერი, ხოლო მის შემდეგ გადაწყვეტილების საწყისი გვერდი ამ გამოცემაში. სასვენი ნიშნის გარეშე აღნიშნულს ემატება ფრჩხილებში ჩასმული გადაწყვეტილების გამოტანის წელი და შემდეგ შესაბამისი პარაგრაფი, ან ოფიციალური გამოცემის კონკრეტული გვერდი.
მაგალითი
გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო 21 BverfGE 150 (1976).
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად აღინიშნება გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს დასახელება, შემდეგ ხდება გერმანიის ფედერალურ უმაღლეს სასამართლოს ოფიციალურ გამოცემაზე მითითება შემდეგი აბრევიატურებით - BGHZ (სამოქალაქო საქმეები), BGHZt (სისხლის სამართლის საქმეები), BverwGE (ადმინისტრაციული საქმეები), რომლის წინაც მიეთითება შესაბამისი ოფიციალური გამოცემის ნომერი, ხოლო მის შემდეგ გადაწყვეტილების საწყისი გვერდი ამ გამოცემაში. სასვენი ნიშნის გარეშე აღნიშნულს ემატება ფრჩხილებში ჩასმული გადაწყვეტილების გამოტანის წელი და შესაბამისი პარაგრაფი, ან ოფიციალური გამოცემის კონკრეტული გვერდი, რომელზეც ხდება მითითება.
მაგალითი
გერმანიის ფედერალური უზენაესი სასამართლო, 59 BGHZ 30 (1972)
საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებები
საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭოს გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად ქართულ ენაზე მიეთითება გადაწყვეტილების გამომტანი ორგანოს სახელწოდება
სრულად, რაც გამოიყოფა მძიმით და შემდეგ აღინიშნება გადაწყვეტილების ტიპი (ქართულ ენაზე) და მისი ნომერი. აღნიშნულის შემდეგ დაისმის მძიმე და მიეთითება ქართულ ენაზე გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და შესაბამისი პუნქტი ამ გადაწყვეტილებაში.
მაგალითი
საფრანგეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო საბჭო, გადაწყვეტილება #2001-445 DC, 2001 წლის 19 ივნისი, პარ 56
საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებები
საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს (Conseil d’État) გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად ქართულ ენაზე მიეთითება გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო სრულად, რაც გამოიყოფა მძიმით და შემდეგ აღინიშნება გადაწყვეტილების ტიპი (ქართულ ენაზე) და მისი ნომერი. აღნიშნულის შემდეგ დაისმის მძიმე და მიეთითება ქართულ ენაზე გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი და შესაბამისი პუნქტი.
მაგალითი
საფრანგეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება # 360307, 2013 წლის 20 თებერვალი, პარ 4
საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოების გადაწყვეტილებები
საფრანგეთის რესპუბლიკის სასამართლოების გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად მიეთითება შესაბამისი სასამართლოს დასახელება ქართულ ენაზე და თუ აუცილებელია ფრჩხილებში უნდა მიეთითოს, რომ ეს ფრანგული სასამართლოა (მაშინ, როცა სპეციალური ცოდნის გარეშე, კონკრეტული სასამართლოს დასახელებიდან ძნელია ადგილმდებარეობის დადგენა; აბრევიატურა `საფრანგეთი` უნდა იქნას გამოყენებული). შემდეგ მიეთითება გადაწყვეტილების თარიღი და შესაბამისი ბეჭდვითი ორგანოს დასახელება, სადაც გადაწყვეტილება იქნა ნანახი ან გადაწყვეტილების ნომერი
მაგალითი
პარიზის სააპელაციო სასამართლო, 1994 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება. J.C.P. 1994, II, 22250
ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებები
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად მიეთითება საქმის დასახელება ორიგინალ ენაზე, რაც გამოიყოფა მძიმით და აღინიშნება გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო. თუ გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია, მიეთითება შესაბამისი გამოცემის დასახელებაც. თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის გამოქვეყნებული, მიეთითება თარიღი, შემდეგ შესაბამისი პარაგრაფი (თუ არ ხდება ზოგადი მითითება).
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები ოფიციალურად ქვეყნდება `ამერიკის შეერთებული შტატების გამოცემაში`(United States Reports). ეს უკანასკნელი მიეთითება ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ, მანამდე კი შესაძლებელია მის გარეშე ციტირება გადაწყვეტილების თარიღის მითითებით. ამერიკის შეერთებული შტატების გამოცემა შემოკლებულად აღინიშნება “U.S.” აბრევიატურით.
მის წინ დაისმის შესაბამისი ტომის ნომერი, ხოლო მის შემდეგ, მასში მოთავსებული კონკრეტული გადაწყვეტილების პირველი გვერდი და ამ უკანასკნელის გამოტანის წელი. თუ მიეთითება უზენაესი სასამართლოს ოფიციალური გამოცემა, აღარ ხდება ამ სასამართლოს დასახელების ცალკე მითითება, რადგან გამოცემა აღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს. `ამერიკის შეერთებული შტატების გამოცემაში` არ იბეჭდება სხვა სასამართლოთა გადაწყვეტილებებია.
მაგალითი
Roe v. Wade, 410 U.S. 113 (1973), პარ 7.
Clapper v. Amnesty International USA ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, პარ 1
იმ შემთხვევაში, თუ ხდება მოსამართლის განსხვავებული აზრის ციტირება, გადაწყვეტილების სახელწოდების შემდეგ მიეთითება კონკრეტული მოსამართლის განსხვავებული ან თანმხვედრი აზრის შესახებ და აღნიშნული ორმხრივად მძიმით გამოიყოფა.
მაგალითი
Korematsu v. United States მოსამართლე ჯექსონის განსხვავებული აზრი, 3 23 U.S. 214 (1944).
გაერთიანებული სამეფოს სასამართლოების აქტები
გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებების ციტირებისას პირველად აღინიშნება კონკრეტული გადაწყვეტილების დასახელება, შესაბამისი სასამართლოს დასახელება და ბოლოს ის გამოცემა, სადაც ხდება გადაწყვეტილების გამოქვეყნება. დამატებით შეიძლება მიეთითოს პარაგრაფიც. თუ გადაწყვეტილებაში წარმოდგენილია ან იგი შედგებარამდენიმე მოსამართლის განხვავებული აზრისაგან, ციტირების ბოლოს აღინიშნება კონკრეტული მოსამართლის სახელი ფრჩხილებში.
მაგალითი
Corr v IBC Vehicles Ltd გაერთიანებული სამეფოს ლორდ[1]თა პალატა, [2008] 1 AC 884
ევროკავშირის სამართლებრივი აქტები
ევროკავშირის ხელშეკრულებების ან ოქმების ციტირებისას უნდა მიეთითოს წარმოდგენილი კანონმდებლობის სათაური (შეიძლება როგორც ქართულ, ისე ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე), მათ შორის ცვლილებები (თუ ეს საჭიროა), რასაც მოსდევს მიღების წელი კვადრატულ ფრჩხილებში და გრძელდება სასვენი ნიშნის გარეშე ოფიციალური ჟურნალის და მისი შესაბამისი ნომრით ან პირველი გვერდის მითითებით.
მაგალითი
Protocol to the Agreement on the Member States that do not fully apply the Schengen acquis - Joint Declarations [2007] OJ L129/35.
რეგულაციების, დირექტივების, გადაწყვეტილებების, რეკომენდაციების და მოსაზრებების ციტირებისას პირველად აღინიშნება აქტის სახელწოდება ქართულ ენაზე ზუსტი თარიღის და ნომრის მითითებით, რომელიც შემდეგ გამოიყოფა მძიმით და მიეთითება აქტის სრული სათაური; მას მძიმის დასმის გარეშე მოსდევს კვადრატულ ფჩხილებში გამოქვეყნების წელი.
ბოლოს სასვენი ნიშნის გარეშე აღინიშნება ოფიციალური ჟურნალი და მისი შესაბამისი ნომერი ან პირველი გვერდი.
მაგალითი
საბჭოს 2002 წლის 27 ივნისის დირექტივა 2002/60/EC, აფრიკული ქათმის გრიპის კონტროლის შესახებ სპეციალური დებულებების დადგენის და 92/119/EEC დირექტივის შეცვლის შესახებ, რომელიც ეხება ტეშენის დაავადებას და აფრიკულ ქათმის გრიპს [2002] OJ L192/27
წყაროების დამოწმებისა და ციტირების შესახებ მეტი დეტალისთვის ისარგებლეთ ბმულით:https://www.citethisforme.com/citation-generator/harvard/how-to-reference-online-image-or-video
1512-2069
E ISSN 2720-863X