ქრისტიანი მოქალაქის მსოფლმხედველობითი თავსებადობა მიწიერი სახელმწიფოს ჯარში მსახურების დროს
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2022.03.66ანოტაცია
ბოლო პერიოდში მოხშირდა ქრისტიანობის თუ სხვა მსოფლ-მხედველობათა მიმდინარეობები, რომელთა მიმდევრებიც აცხა-დებენ, რომ სახელმწიფოს საჯარისო ფორმირებებში მსახურება, სამშობლოს დაცვა კაცისკვლას უკავშირდება, ეს კი, მათი აზრით, ბიბლიის ფუნდამენტურ მცნებას არღვევს. არგუმენტად მოჰყავთ ქრისტეს მცნება მტრის სიყვარულისა და მეორე ლოყის მიშვერის შესახებ. ეს მოსაზრებები, ერთი შეხედვით, მართლაც, პოულობს საფუძველს წმინდა წერილში, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ისმის კითხვა: ძალუძს თუ არა ქრისტიანულ ეკლესიას სამ-შობლოს დასაცავად გადახდილი ომისა და შესაბამისად, იძულე-ბითი კაცისკვლის, მტრის მოკვდინების საღვთისმეტყველო არგუ-მენტაციით გამართლება? რა თქმა უნდა, ძალუძს. მისი საბუთი საკმაოდ ძლიერი და არგუმენტირებულია, წმინდა წერილს ეფუძნება და ფსევდომშვიდობისმყოფელების ფუჭ, სექტანტურ და ვიწრო აზროვნებას წარმოაჩენს.