სახელმწიფოსა და რელიგიას შორის კავშირი ავგუსტინეს "ღვთის ქალაქის" მიხედვით
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2022.03.64ანოტაცია
ეს დიდებული ნაშრომი, “magnum opus et arduum”, 22 წიგნს მოიცავს. წიგნის შინაარსზე თავად ავგუსტინე გვესაუბრება. ნაშრომი შეიძლება ორ მთავარ ნაწილად დაიყოს: პირველში (I-X), უკუგდებულია წარმართული რელიგიის პრეტენზია, რომ ის ამქვეყნად გარანტია კეთილდღეობისა და იღბლისა (I-V: სოციალური სიღატაკე) და იმქვეყნიური ცხონებისა (VI-X: სულიერი სიღატაკე). მეორეში (XI-XXII), განიხილავს და მიმოიხილავს civitas terrena და civitas caelestis – მიწიერ და ზეციერ ქალაქს: საწყისი (XI-XIV), დროში განვითარება და პროგრესი (XV-XVIII) და დასასრული (ესქატოლოგიური შედეგი) (XIX-XXII). ეს ორი ნაწილი ერთმანეთშია გადაჯაჭვული, – პირველი მეორეს შესავალია, – ამ პრინციპით არიან შერჩეული როგორც წარმართები (განსაკუთრებით, რომაული არისტოკრატია), ასევე, ქრისტიანები. ორი ქალაქის (civitas Dei e civitas hominis) ერთმანეთისაგან გამორჩევით, ავგუსტინე, იმპერიის დაცემით გამოწვეულ კულტურულ-პოლიტიკურ ვაკუუმში ეძებს მყარ პასუხებს. ახლა, როდესაც წარმართულ ანტიკურობასთან და მის უზარმაზარ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ავგუს-ტინე ახალ ქრისტიანობას უხსნის გზას. ამიტომაც ხდება იგი ქრისტიანული დასავლეთის მასწავლებელი (შუა საუკუნები მას უბრალოდ ასე მოიხსენიებს – Augustinus magister).