პოლიტიკური თეოლოგია და მართლმადიდებლობა
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2022.03.63ანოტაცია
საქართველოში „პოლიტიკურ თეოლოგიაზე“, როგორც წესი, არ საუბრობენ. ჩვენი აზრით, ეს იმ ანტაგონისტური დამოკიდე-ბულებითაა გამოწვეული, რაც პოლიტიკისა და თეოლოგიის შესა-ხებ არსებობს. სახელდობრ, პოლიტიკა განიხილება ცალსახად უარყოფით და მიუღებელ სფეროდ, ხოლო თეოლოგია (ღვთის-მეტყველება) კი მხოლოდ წმინდანებისა და განსაკუთრებული პა-ტივით დაჯილდოებული პირების საქმედ, შესაბამისად, საზოგა-დოებაც ხელმძღვანელობს პრინციპით – „რა აკავშირებს სამარ-თლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის? რამ შეათანხმოს ქრისტე და ბელიარი? ან რა ხელი აქვს მორწმუნეს ურწმუნოსთან?“ (2 კორ. 6,14-15) და მიაჩნია, რომ ამ ორი ცნების ერთი დისციპლინის ქვეშ მოქცევა დაუშვებელია. არადა, ზოგადი განმარტების მიხედვით, პოლიტიკა სწორედ იმ პროცესს ეწოდება, რომლის ფარგლებშიც ადამიანები ქმნიან, ინარჩუნებენ, აძლიერებენ და სრულყოფენ ერთად ცხოვრების ნორმებსა და პირობებს. რაც შეეხება თეოლოგიას, ამ კუთხითაც მიზანმიმართულად ვრცელდება ე.წ. „სამი ღვთისმეტყველის“ იდე-ოლოგია (რომ არსებობდა მხოლოდ სამად სამი ღვთისმეტყველი – იოანე, გრიგოლი და სვიმეონი. შესაბამისად, სხვას არ შეიძლება ეს სახელი ეწოდოს). ეს მოსაზრება განსაკუთრებულად პარა-დოქსულად მაშინ ჟღერს, როდესაც საქართველოში არაერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომლებიც თეოლოგის ხარისხის დამადასტურებელ დიპლომს გასცემენ. ამ და სხვა ფობიების შეძლებისდაგვარად გასაქრობად, დღევანდელ თემაში სწორედ პოლიტიკურ თეოლოგიაზე ვისაუბრებთ.