ქრისტიანობა და სახელმწიფო - ილია ჭავჭავაძის ლიბერალური არჩევანი
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2022.03.61ანოტაცია
„ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენის“ ილიასეული პრო-გრამა, ცხადია, ქართული ეროვნული იდენტობის განმტკიცებას ისახავდა მიზნად, რომელიც მის დროს რუსიფიკაციის საფრთხის ქვეშ მყოფი ჩვენი კულტურული, ნაციონალური და რელიგიური იდენტობის ხელახალ აღორძინებას გულისხმობდა. ცნობილი ილი-ასეული ფორმულა − „მამული, ენა, სარწმუნოება“ კარგად აჩვე-ნებს, რომ მისი აზრით, ეროვნული თვითმყოფადობა, იდენტობა, „სკოლის, ბანკისა თუ თეატრის“ გარდა, რელიგიურ ფასეულობებ-ზე დაყრდნობით ყალიბდება. ამ ფასეულობების გარეშე ვერც-ერთი ხალხი შეძლებს საკუთარი იდენტობის შენარჩუნებას. ეს ასე იყო ადრე და ასეა ახლაც. ამის მისაღწევად არ კმარა მოწინავე ტექნოლოგიები, მდიდარი ბიუჯეტი და გამართული სახელმწიფო ინსტიტუტები. რაც უფრო ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად და ინსტიტუციურად წარმატებულია ქვეყანა, მით უფრო გახსნილი ხდება უცხოსადმი, ასიმილაციისა და ემანსიპაციის უნარს იძენს.