ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი ეკლესია
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2021.11.04Abstract
ქართული ეკლესია ეროვნული ეკლესიაა, მისი სახელწოდება ბოლო დრომდე ასე ჟღერდა: „საქართველოს სამოციქულო,
კათოლიკე ეკლესია“. სადღეისოდ, საქართველოს ეკლესიის სახელი შეცვლილია, ახლა ის „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიად“ მოიხსენიება, აქცენტი, რასაკვირველია, მართლმადიდებლობაზეა გადატანილი. ცვლილების მიზეზი პოლიტიკური ჩანს: სახელწოდების ცვლილებით ჩვენს საზოგადოებაში ქართული ეკლესიის რუსულ ეკლესიასთან იდენტობის შეგნება ყალიბდება; თუ
ქართული და რუსული ეკლესიები ერთია, მაშინ ქართველი და რუსი ხალხების სულიერი ერთობაც არ უნდა დაირღვეს და დასავლური, ლიბერალურ-დემოკრატული ცივილიზაციისკენ ჩვენი მისწრაფებაც გაუგებრობად უნდა შეფასდეს.