ISSN:2449-2795
E ISSN 2720-8656
ჟურნალი ,,სამართლის მეთოდები“ აცხადებს სტატიების მიღებას 2027 წლის
სპეციალური ნომრისთვის - სამართალი და ლიტერატურა: მსოფლიო გამოცდილება
და ქართული კონტექსტი
თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში სამართალი და ლიტერატურა მნიშვნელოვან
ინტერდისციპლინურ დარგს ქმნის, რომელიც სამართლებრივ და მხატვრულ
ტექსტებს შორის არსებულ კავშირებს, მათ საერთო თემებსა და განსხვავებულ
გამოხატვის ფორმებს შეისწავლის. ამ მიდგომით, სამართალი განიხილება არა
მხოლოდ როგორც ქცევის მარეგულირებელ ნორმათა სისტემა, არამედ როგორც
ნარატივების, ღირებულებებისა და საზოგადოებრივი წარმოდგენების ფორმირების
ინსტრუმენტი.
თავის მხრივ, ლიტერატურა სამართალს ადამიანური გამოცდილების, მორალური
დილემებისა და სოციალური წინააღმდეგობების გააზრების განსხვავებულ
პერსპექტივას სთავაზობს. კერძოდ, იმ გამოცდილების დანახვას, რომელთა სრულად
ასახვასაც ფორმალური სამართლებრივი ენა ყოველთვის ვერ ახერხებს და თომას
ბრუკის აზრით, მხატვრულ ლიტერატურას სწორედ ამ თვალსაზრისით აქვს
პოტენციალი შეითავსოს სამართლის დამხმარე დისციპლინის ფუნქცია (თომას
ბრუკი, 1991).
სამართლისა და ლიტერატურის ინტერდისციპლინური შესწავლა საშუალებას
იძლევა, სხვადასხვა პერსპექტვიდან კრიტიკულად გავიაზროთ სამართლიანობის,
კანონის, ძალაუფლების, პასუხისმგებლობისა თუ ადამიანის უფლებათა საკითხები;
როგორ აისახება სამართალი ლიტერატურაში და პირიქით, როგორ შეიძლება
მხატვრულმა ლიტერატურამ გაამდიდროს სამართლებრივი აზროვნება.
მიუხედავად ასეთი მდიდარი პოტენციალისა, ქართულ სამეცნიერო სივრცეში
სამართლისა და ლიტერატურის ერთობლივ, ინტერდისციპლინურ კვლევებს
ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ეთმობა. ჟურნალ „სამართლის მეთოდების“
სპეციალური ნომრის მიზანი სწორედ ამ დანაკლისის შევსებას ემსახურება - ხელი
შეუწყოს სამართლისა და ლიტერატურის ინტერდისციპლინურ კვლევას,
წარმოაჩინოს ამ ორი სფეროს ურთიერთგავლენა და წაახალისოს დარგის
სპეცილისტები ერთობლივი კვლევების განხორციელებისთვის.
სტატიების თემატიკა შესაძლოა, მოიცავდეს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ
ჩამოთვლილი საკითხებით:
ლიტერატურა, როგორც სამართლის დამხმარე დისციპლინა; სამართლისა და
ლიტერატურის ურთიერთმიმართების თეორიული და მეთოდოლოგიური
საფუძვლები;
ლიტერატურული ტექსტები და სამართლებრივი დისკურსის კრიტიკა;
სიმართლე, მეხსიერება და სამართლიანობა ლიტერატურასა და სამართალში;
სამართლებრივი და ლიტერატურული ნარატივების ურთიერთმიმართება;
სამართალი, ძალაუფლება და პოლიტიკური ლეგიტიმაცია;
კანონი, სამართლიანობა და მორალური პასუხისმგებლობა;
სამართალი, ადამიანის უფლებები და სოციალური სამართლიანობა;
სამართალი და ლიტერატურა: იდენტობა, გენდერი და სოციალური
უთანასწორობა;
დანაშაული, სასჯელი და სამართლიანობის აღსრულება მხატვრულ
ტექსტებში;
ლიტერატურა, როგორც სამართლებრივი აზროვნებისა და ემპათიის
განვითარების საშუალება;
სამართლისა და ლიტერატურის ურთიერთმიმართება ქართულ და მსოფლიო
ლიტერატურაში.
ჟურნალის რედაქცია მიესალმება როგორც თეორიულ და შედარებით კვლევებს, ისე
კონკრეტული მხატვრული თუ სამართლებრივი ტექსტებისა და პრაქტიკის
ინტერდისციპლინურ შედარებით ანალიზს.
სტატიების მიღების ბოლო ვადა: 2027 წლის 10 აპრილი.
ნომერი გამოიცემა 2027 წლის სექტემბერ-ოქტომბერში.
ავტორთა სახელმძღვანელო წესები დეტალურად იხილეთ ჟურნალის ვებგვერდზე:
ავტორთა სახელმძღვანელო
სტატიების გადმოგზავნისთვის ისარგებლეთ ელ.ფოსტით
legalmethodsjournal@sabauni.edu.ge ან ატვირთეთ ჟურნალის ვებგვერდზე Make a
submission ველში.
ISSN:2449-2795
E ISSN 2720-8656


![]()



