ისლამური სამხედრო სამართალი
DOI:
https://doi.org/10.52340/lm.2022.02.04საკვანძო სიტყვები:
Islam, sharia, Khalifa, Koran, Sunna, jihad, dar al-harb, dar al-islamანოტაცია
ისლამური სამხედრო სამართალმცოდნეობა მოიცავს იმ სწავლებას, რომელიც, შარიათსა და ფიკჰზე დაყრდნობით, შემუშავებულ იქნა ულემების მიერ, როგორც ისლამური სწორი გზა, ანუ ისლამის მოთხოვნებისა და ბრძოლის წარმოების ხერხების ერთიანობა, რომელსაც ომის დროს განუხრელად უნდა იცავდნენ და ემორჩილებოდნენ მუსლიმი მეომრები. ზოგიერთი მუსლიმი მეცნიერი და რელიგიური მოღვაწე ისლამურ პრინციპებზე დაფუძნებულ შეიარაღებულ ბრძოლას განიხილავს მცირე ჯიჰადად. ბრძოლის წარმოების უმთავრესი პრინციპი განპირობებულია იმ რელიგიური მოთხოვნით, რომ თითოეული მუსლიმის დამოკიდებულება მუსლიმთა სხვა თემის წევრებისადმი უნდა იყოს ისეთივე, როგორც საკუთარი თემის წარმომადგენლებთან. მუსლიმებისთვის სამართლიანია ომი, თუ ის წარმოებს კანონიერი თავდაცვისათვის ან სხვა მუსლიმი თანამოძმეებისთვის დახმარების აღმო-ჩენის მიზნით, ასევე, დაზავების ხელშეკრულების დამრღვევთა დასასჯელად. მაგრამ გათვალისწინებული და დაცული უნდა იყოს მოთხოვნა, რომ საბრძოლო მოქმედებები უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი მოწინააღმდეგე ზავს მოითხოვს ან არსებული საფრ-თხეები მოიხსნება.
წყაროები
მუჰაჯირები გადასახლებულები, ისინი ვინც ჰიჯრა შეასრულა. პირვე-ლი მუსლიმები, რომლებიც 622 წელს მუჰამედ წინასწარმეტყველთან ერთად მექადან მედინაში გადასახლდნენ. ანსარებთან (მხარდამჭერები, მუჰაჯირთა მედინელი მასპინძლები, რომლებმაც ისლამი მიიღეს) ერთად წარმოადგენდნენ პირველი მუსლიმური თემის ბირთვს.
შაჰინ სარდარ ალი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი სამართლის პროფესორი და მწერალი. მუშაობდა პაკისტანის ქალთა უფლებების დაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარედ. ამჟამად არის უორიკის უნივერსიტეტის პროფესორი.
ჯავაიდ რაჰმანი პაკისტანური წარმოშობის ბრიტანელი მეცნიერ-იურისტი, ლონდონის ბრუნელის უნივერსიტეტის ისლამური სამართლისა და საერთაშორისო სამართლის პროფესორი.
Ali Sh. S., Rehman J., The Concept of Jihad in Islamic International Law, Journal of Conflict & Security Law, Vol.10, No.3, 2005, 321-43.
Aboul-Enein H.Y., Zuhur Sh., Islamic Rulings on Warfare, Strategic Studies Institute, 2004, 22.
აბუ ჯაფარ მუჰამად იბნ ჯარირ ატ-ტაბარი (839-923 წწ.) – არაბი ისტორიკოსი და ღვთისმეტყველი. აღიარებულია მუსლიმ ენციკლო-პედისტად; იყო ერთ-ერთი ადრეული სამართლის სკოლის – ჯარი-რისტული მაზჰაბის ფუძემდებელი (IX-X სს.) ყურანის საუკეთესო კომენტარის – თავსირ ალ ტაბარის ავტორი. მას ეკუთვნის ნაშრომი „წი-ნასწარმეტყველთა და მეფეთა ისტორია“, რომელიც არაბთა სახალიფოს ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. აქვს ცნობები თბი-ლისის მოსახლეობის რაოდენობის შესახებ ბუღა თურქის ლაშქრობისას (853 წ.).
უსამა ბენ ზაიდი – მუჰამედ წინასწარმეტყველის თანამებრძოლი, სრუ-ლიად ახალგაზრდა (სავარაუდოდ 17 წლის), 632 წელს აბუ ბაქრმა სარდლად დანიშნა ბიზანტიის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, სადაც მისმა ლაშქარმა დიდ წარმატებას მიაღწია.
აბუ აბდულაჰ ამრ იბნ ალ ას ალ ყურაში – არაბი ვაჭარი, სარდალი, დიპლომატი, სახელმწიფო მოღვაწე. თავდაპირველად მუსლიმთა სასტიკი მოწინაარმდეგე, ბადრის, უჰუდის და ხანდაკის ბრძოლებში ებრძოდა მუჰაჯირებს. 628 წელს ჰუდაბიის ზავის შემდგომ მიიღო ისლამი. 661-664 წლებში ეგვიპტის გამგებელი, 657 წ. სიფინის ბრძოლის დროს ხალიფა ალის მოწინააღმდეგე, თუმცა შემდგომ მოინანია ხალიფა ალისთან დაპირისპირება. 662 წელს კაიროში ააგო თავის სახელზე მეჩეთი, რომელიც დღემდე მოქმედია.
ნიკიუსი – ნილოსის დელტაში არსებული ქალაქი, არაბთა დაპყრობის შემდგომ ეწოდა ფაშათი.
მასკარამი – თვე ეთიოპური კალენდრის მიხედვით, შეესაბამება სექტემბერს.
აბბა ბენიამინი – ეგვიპტელთა პატრიარქი (622-661 წწ.).
13ჰერაკლე – ბიზანტიის იმპერატორი (610-641 წწ.) ითვლება, რომ მის დროს ხდება აღმოსავლეთ რომის იმპერიის გადასვლა ახალ ეპოქაში. მის დროს ლათინური ენა ბერძნული ენით ჩაანაცვლეს, ხოლო ტიტული „იმპერატორი“ შეცვალა „ბასილევსმა“. წარმატებით დაასრულა მრავალწლიანი ომი ირანთან. მისი იმპერატორობის დროს არაბებმა ბიზანტიას წაართვეს სირიის და ეგვიპტის პროვინციები. ჰერაკლე აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში, ცდილობდა ეკლესიის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური კურსის გატარებაში.
პატრიარქი კიროსი – ბიზანტიელი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწე, 620-626 წლებში იყო ფაზისის (კოლხეთი) ეპისკოპოსი, სარგებლობდა იმპერატორ ჰერაკლეს მხარდაჭერით. 630-642 წლებში იყო ალექსანდრიის პატრიარქი და ეგვიპტის ბოლო პრეფექტი, მონოთელიტიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, რისთვისაც ლატერანის (649) და კონსტანტინოპოლის მესამე მსოფლიო (681) კრებების დადგენილებით განკვეთეს ეკლესიიდან.
ohn of Nikiû (c. 600s). "CXX.72-CXXI.3". Chronicle.
სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი, ევროპაში ცნობილი როგორც სალადინი, ეგვიპტის სულთანი 1174-1193 წლებში. აიუბიდების დინასტიის დამაარსებელი. 1187 წელს ჯვაროსნებისგან გაათავისუფლა იერუსალიმი. თავისი სიმამაცისა და კეთილშობილების გამო სარგებლობდა ევროპელთა პატივისცემით.
ალ ქამილი, ნასირ ად-დინ მუჰამედ იბნ აჰმადი (1177-1238 წწ.) – ეგვიპტის მმართველ აიუბიდების დინასტიის მეექვსე სულთანი. მოიგერია V ჯვაროსნული ლაშქრობა. VI ჯვაროსნული ლაშქრობის დროს იმპე-რატორ ფრიდრიხ II-სთან მოლაპარაკების შემდგომ იერუსალიმი ქრისტიანებს დაუთმო.
Weeramantry C.G., Justice Without Frontiers, The Hague Kluwer International, 1997, 136–37.
Aboul-Enein H. Y., Zuhur Sh., Islamic Rulings on Warfare, Strategic Studies Institute, 2004, 12-13
21.აბდულაზიზ საჩედინა (დაბ. 1942 წელს ტანზანიაში), პროფესორი, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის ისლამური აზროვნების საერთაშორისო ინსტიტუტის (IIIT) ისლამური კვლევების კათედრის გამგე, ქალაქი ფერფაქსი, ვირჯინია, აშშ. კლასიკური ისლამის, ისლამში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების, ისლამური ბიოეთიკისა და თეოლოგიის აღიარებული სპეციალისტი.
22.Sachedina A., The Just Ruler In Shi'ite Islam, Oxford University Press, 1988, 106.
23.War and Peace in Islam: The Uses and Abuses of Jihad, Edited by H.R.H. Prince Ghazi bin Muhammad, I. Kalin, M.H. Kamali, The Islamic Texts Society, 2013, 76.
ვაჰბა იბნ მუსტაფა ალ-ზუჰაილი (1932-2015 წწ., სირია), მუსლიმი თეოლოგი, შაფიური მაზჰაბის წარმომადგენელი. არის 50-მდე წიგნის ავტორი, მათ შორის: ყურანის თავსირი, ისლამური ფიკჰის საფუძვლები, ომის გავლენა ისლამურ შარიათზე: შედარებითი კვლევა.
ElSayed A,, Reclaiming Jihad: A Qur'anic Critique of Terrorism, Kube Publishing, 2015, 104-106.
პირველად სამყაროს მსგავსი დაყოფა შემოგვთავაზა ჰანიფიტური მაზჰაბის დამფუძნებელმა იმამმა აბუ ჰანიფმა. შემდგომ ეს კონცეფცია გადაამუშავა შუა საუკუნეების ავტორიტეტულმა თეოლოგმა, ჰანბალისტური მაზჰაბის მიმდევარმა იბნ ტაიმიამ (1263-1328).
ასმა აფსარუდდინი (1993 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი) არის ბერკლის ცენტრის აფილირებული სპეციალისტი, ინდიანას უნივერსი-ტეტის (ბლუმინგტონი), პროფესორი. არის ისლამის, ყურანისა და ჰადისების, ისლამური ინტელექტუალური ისტორიის, კულტურის, რელიგიურ და პოლიტიკურ აზროვნებაში გენდერის მკვლევარი. კითხულობდა ლექციებს: ჯონს ჰოპკინსის, ნოტრ დამის და ჰარვარდის უნივერსიტეტებში. იგი იყო შუა საუკუნეების ისლამური ცივილიზაციის რუთლიჯის ენციკლოპედიის რედაქტორი და ისლამის ოქსფორდის ლექსიკონის კონსულტანტი (2002). 2015 წელს ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მისი წიგნი – „სწრაფვა ღერთის გზაზე: ჯიჰადი და მოწამეობა ისლამურ აზროვნებაში“, დააჯილდოვა ჯეიზე ჯაჰანის პრემიით როგორც საუკეთესო ნაშრომი ისლამისტიკაში.
Afsaruddin A., Views of Jihad Throughout History, Religion Compass, Vol.1, No.1, 2007, 165-69.
Ghamidi J., Mizan, Dar al-Ishraq, 2001; იხ. ციტირება: Quran 8:47.
Views of Jihad Throughout History.,Dāmād, NY (2003), p. 266
Peters R., Islam and Colonialism: The Doctrine of Jihad in Modern History, De Gruyter Mouton, 2015, 21.
Ghamidi J., Mizan, Dar al-Ishraq, 2001.
აბუ-ალ-მაუდუდი (1903-1979) ცნობილი პაკისტანელი მუსლიმი განმანათლებელი, სახელმწიფო მოღვაწე, ფილოსოფოსი, თეოლოგი და ისტორიკოსი. პარტია „ჯამაათ ი ისლამის“ (1941წ.), დამფუძნებელი და იდეოლოგი.
Maududi A.A., Jihad in Islam, Vol. 2, New York, 1967, 151-14.
Nonviolence and Peacebuilding in Islamic Context: Bridging Ideals and Reality, Abu-Nimer, Washington, DC, 2000-2001, 246.
ბადრის ბრძოლა მუსლიმთა პირველი მნიშვნელოვანი სამხედრო გა-მარჯვება მექელ ყურაიშელებზე. 624 წ. 17 რამადანს, პარასკევ დღეს. ისლამური გადმოცემით ეს ერთადერთი ბრძოლაა, რომელშიც მუსლიმთა მხარეს ანგელოზებიც იღებდნენ მონაწილეობას. ბადრის ბრძოლის მონაწილეებს მუსლიმები „ასხაბ ალ-ბადრის“ ეპითეტით მოიხსენიებენ.
Хишам И., Жизнеописание Пророка Мухаммада, перевод Г.Н. Абдрахмановича, Москва, 2007, 54, 363.
Ислам, Энциклопедический Словарь, Москва, 1991, 54.
ვაჰიდუდდინ ხანი (1925 წ.) ცნობილია საპატიო წოდებით მაულანა, ინდოელი მუსლიმი მეცნიერი და მშვიდობის დამცველი. სახელი გაითქვა ყურანის კომენტარებით, რომელიც გადათარგმნა ინგლისურ ენაზე. შეყვანილია ისლამურ სამყაროში 500 ყველაზე გავლენიან ადამიანთა სიაში. არის რამდენიმე საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.
Esposito J.L., Islam, the Straight Path, Oxford University Press, 2005.
ღაზი — ისლამურ სამყაროში მოხალისე მეომარი, რომელიც სარწმუნოების, სიმართლისა და სამართლიანობის დასაცავად იბრძვის. ოსმალეთის იმპერიაში ღაზის მნიშვნელობა დაკონკრეტდა და მან მიიღო ომში გამარჯვებულის მნიშვნელობა. სულთან მეჰმედ II-ის დროიდან მოყოლებული ამ ტერმინმა საპატიო ტიტულის მნიშვნელობაც შეიძინა. ღაზის ტიტული იმ მონარქებსა და უმაღლეს მმართველებს ენიჭებოდათ, რომ-ლებიც ურწმუნოთა წინააღმდეგ ბრძოლებში გამარჯვებას მიაღწევდნენ. ღაზის საპატიო ტიტულით მოიხსენიებენ ოსმალეთის იმპერიის დამა-არსებელ ოსმანსაც და თურქეთის რესპუბლიკის შემქმნელ მუსტაფა ქემალ ათა-თურქსაც.
ისმაილი დედის მხრიდან იყო, ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილის თეოდორა დიდისა და უზუნ ჰასანის შვილიშვილი.
Associate Professor at Georgian Technical University, Professor at Sulkhan-Saba Orbeliani University. orcid.org/0000-0002-5121-5074
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
როგორ უნდა ციტირება
გამოცემა
სექცია
ლიცენზია
საავტორო უფლებები (c) 2021 Nugzar Bardavelidze
ეს ნამუშევარი ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-ShareAlike 4.0 საერთაშორისო ლიცენზიით .