ISSN: 2667-9922
E ISSN 2720-8672
განვითარების კვლევების ჟურნალის სარედაქციო საბჭო იცავს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ძირითად ღირებულებებსა და მოქმედებს კვლევის თავისუფლების, გამოხატვისა და გამოქვეყნების თავისუფლების პრინციპებისა და გამოქვეყნების ეთიკის კომიტეტის (COPE) სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
რედაქტორის მოვალეობები
რედაქტორი, სარედაქციო საბჭოსთან კონსულტაციით, პასუხისმგებელია:
ინტერესთა კონფლიქტი
ჟურნალი ინტერესთა პოტენციურ კონფლიქტად აღიარებს შემდეგს:
პირადი ურთიერთობები, პროფესიული მეტოქეობა, აკადემიური კონკურენცია, ფინანსური ინტერესები და ძლიერი ინტელექტუალური პოზიციები.
რედაქციო საბჭოს წევრებმა უნდა:
გასაჩივრების მექნიზმი
ნებისმიერმა პირი, რომელიც აღმოაჩენს შეცდომებს, ეთიკურ დარღვევებს ან სარედაქციო პოლიტიკიდან გადახრებს, უნდა დაუკავშირდეს ჟურნალის რედაქციას ფოსტაზე ids@sabauni.edu.ge-ზე.
რედაქციო საბჭო იღებს ვალდებულებას:
გამოქვეყნების შემდგომი შესწორებები და უარყოფები
შესწორებები:
ავტორებს არ აქვთ უფლება მნიშვნელოვნად შეცვალონ სტატიის შინაარსი ან დასკვნები გამოქვეყნების შემდეგ; მხოლოდ მცირე ტექნიკური შესწორებები (მაგ., ტიპოგრაფიული შეცდომები, ფორმატირების პრობლემები) შეიძლება გამოქვეყნდეს შემდგომ ნომერში.
სტატიის უარყოფა
რედაქტორს შეუძლია ავტორს უკან დაუბრუნოს სტატია, თუ გამოვლინდა:
სტატიის უკან დაბრუნების შესახებ შეტყობინებებში ნათლად უნდა იყოს ახსნილი სტატიის უარყოფის მიზეზები;
რეცენზირების პროცესი
სამართლიანობისა და ობიექტურობის უზრუნველსაყოფად ჟურნალის პოლიტიკა ითვალისწინებს ორმაგი ბრმა რეცენზირების პროცესს:
რეცენზირების შედეგი შეიძლება იყოს:
ხელოვნური ინტელექტის პოლიტიკა
გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და აკადემიური მთლიანობის შენარჩუნების მიზნით, ჟურნალმა შეიმუშავა ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ზოგადი პოლიტიკა:
ხელოვნური ინტელექტი, როგორც ავტორი
ჟურნალი არ იღებს სტატიებს, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ან სისტემები მოხსენიებულია, როგორც ავტორები ან თანაავტორები. ავტორობა მოითხოვს ანგარიშვალდებულებას და ხელოვნური ინტელექტის სისტემებს არ შეუძლიათ აიღონ პასუხისმგებლობა სამეცნიერო ნაშრომის სიზუსტეზე, მთლიანობასა ან/და ორიგინალურობაზე.
ხელოვნური ინტელექტი, როგორც ბიბლიოგრაფიული წყარო
ჟურნალი არ იღებს ხელნაწერებს, რომლებშიც ხელოვნური ინტელექტის პროგრამები (მაგ., ChatGPT, Claude და სხვა) ბიბლიოგრაფიულ წყაროებად არის მოხსენიებული. ასეთ შინაარსს შეიძლება არ ჰქონდეს სანდოობა.
ხელოვნური ინტელექტი, როგორც წერისა და კვლევის დახმარების ინსტრუმენტი
ჟურნალი მიესალმება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას დამხმარე მიზნებისთვის, მათ შორის:
გამჟღავნების მოთხოვნა:
ხელოვნური ინტელექტის დამხმარე ინსტრუმენტებად გამოყენების შემთხვევაში, ავტორებმა სტატიას უნდა დაურთონ განცხადება სათაურის შემდგომ:
„დეკლარაცია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ“.
შაბლონი:
„სტატიის მომზადების პრცესში , ავტორმა(ებმა) გამოიყენეს [ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის სახელი] [კონკრეტული მიზნით]. ავტორმა(ებმა) გადახედეს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებულ შინაარსს და სრულად იღებენ პასუხისმგებლობას პუბლიკაციის შინაარსზე“.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენება რეცენზირების პროცესში
ჟურნალი მკაცრად კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას რეცენზირების პროცესში. რეცენზირება არის სამეცნიერო საქმიანობა, რომელიც მოითხოვს პირად ექსპერტიზას, კრიტიკულ განსჯას და ეთიკურ პასუხისმგებლობას. რეცენზენტები ხელნაწერების შეფასებისას უნდა დაეყრდნონ მხოლოდ საკუთარ პროფესიულ ცოდნასა და გამოცდილებას.
ISSN: 2667-9922
E ISSN 2720-8672









