ავტორთათვის

ყველა სტატია ჟურნალში  წარდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის საშაულებით: ids@sabauni.edu.ge;

ჟურნალი აქვეყნებს მხოლოდ ინგლისურენოვან სტატიებს;

სტატიების ოპტიმალური მოცულობა სასურველია იყოს 3000-დან -10000 სიტყვამდე.

სტატიის გადმოგზავნამდე მნიშვნელოვანია ავტორები გაცნონ ავტორთა სახელმძღვანელო წესებს.

სტატიაში აღმოჩენილი მცდარი  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მისი ავტორები პასუხისმგებელი არიან  შეცდომის შესწორებაზე.

იმ შემთხვევაში თუ სტატიას ერთზე მეტი ავტორი ჰყავს, იგულისხმება რომ ყველა  ავტორის წვლილი მნიშვნელოვანია.

საავტორო ცვლილებები:

ეს წესი  ეხება ავტორის სახელის დამატებას, წაშლას ან/და გადაკეთებას. ცვლილების სურვილის შემთხვევაში, სანამ  ხელნაწერი გამოქვეყნდება  ავტორის დამატების ან წაშლის ან ავტორთა სახელების გადაკეთების შესახებ მოთხოვნა უნდა გაიგზავნოს ჟურნალის რედაქტორთან იმ ავტორის მიერ, რომელმაც თავდაპირველად გააგზავნა სტატია.  

მოთხოვნა  უნდა მოიცავდეს: (ა) მიზეზს, თუ რატომ  უნდა დაემატოს, გადაკეთდეს ან წაიშალოს ავტორის სახელი და (ბ) ყველა ავტორისგან წერილობით დადასტურებას (ელ. ფოსტით), რომ ისინი ეთანხმებიან აღნიშნულ ცვლილებებს.

იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი სტატია შეიცავს კვლევის შედეგებს, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები ან ცხოველები, ავტორები ვალდებული არიან მიუთითონ, რომ გათვალისწინებული აქვთ  საერთაშორისოდ აღიარებული გაიდლაინები (მაგ. ჰელსინკის   კლინიკური კვლევის დეკლარაცია, ან   AERA -სა და BERA-ს  სახელმძღვანელო პრინციპები საგანმანათლებლო კვლევისთვის).

სტატია, რომელიც წარდგენილ იქნება ჟურნალში,  უნდა შეესაბამებოდეს ქვემოთ მოცემულ ავტორთა სახელმძღვანელო წესებს.

დამოწმებებისათვის გამოყენეთ ამერიკის ფსიქოლოგიის ასოციაციის დამოწმების წესები (APA სტილი). ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის გამოქვეყნების სახელმძღვანელო წესებს დეტალურად გაეცნობით ბმულზე:  https://apastyle.apa.org/?_ga=2.184060526.914219031.1603117985-1501738468.1602.

სტატიის გაფორმების ზოგადი წესები:

 სტატია შესრულებული უნდა იყოს  ენობრივად და სტილურად გამართული ინგლისურით   (მიღებულია  როგორც ამერიკული, ისე  ან ბრიტანული ინგლისურის გამოყენება, თუმცა დაუშვებელია მათი  შერევა).

სტატიას უნდა ახლდეს:

1) სათაურის გვერდი

სათაურის გვერდი უნდა იყოს  გამოყოფილი  ტექსტიდან და მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას  შემდეგი თანმიმდევრობით:

სათაურის დასახელება შრიფტი: Times New Roman, ზომა: 14

სათაური უნდა იყოს ლაკონიური და ინფორმაციული. მოერიდეთ აბრევიატურებსა და ფორმულებს, სადაც ეს შესაძლებელია.

ავტორის სახელი, გვარი და აფილაცია

გთხოვთ ნათლად მიუთითოთ სახელი და გვარი. სახელების ქვემოთ წარმოადგინეთ ავტორთა აკადემიური ხარისხი, სტატუსი და აფილაცია. აფილაცია მიუთითეთ მცირე რეგისტრის ასოებით ავტორის სახელის შემდეგ. შემდეგ მიუთითეთ  ქვეყნის დასახელება და  ელექტრონული ფოსტის მისამართი.

სპონსორის  შესახებ ინფორმაცია

თუ კვლევა დაფინანსებულია რომელიმე  ორგანიზაციის მიერ, გთხოვთ, მიუთითოთ.

შრიფტი: Times New Roman,  ზომა: 11

2) ტექსტის ძირითადი სტრუქტურა

გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი წესები მთელი ტექსტისთვის, მათ შორის აბსტრაქტის, საკვანძო სიტყვებისა და  სათაურისთვის.

სტრიქონებს შორის მანძილი უნდა იყოს  1,15;

ქვესათაური 1: Times New Roman; ზომა-11; სწორი შრიფტი; მაგალითად, 1. შესავალი

ქვესათაური 2: Times New Roman; ზომა-11; დახრილი; მაგალითად, 1.1 კვლევის მეთოდები

ქვესათაური 3: Times New Roman; ზომა-11;  სწორი შრიფტი. მაგალითად, 1.1.1 ანალიზის შედეგი

Აბსტრაქტი

აბსტრქტი უნდა იყოს  მოკლე და ფაქტობრივი (მაქსიმუმ 300 სიტყვა). მასში მოკლედ უნდა იყოს მითითებული კვლევის მიზანი, ძირითადი შედეგები და  დასკვნები.

საკვანძო სიტყვები:

აბსტრაქტის შემდეგ  მიუთითეთ მაქსიმუმ 8 საკვანძო სიტყვა, არ გამოიყენოთ ზოგადი და რამდენიმესიტყვიანი  ტერმინები  (მოერიდეთ კავშირებისა და  ნაცვალსახელების გამოყენებას  მაგალითად, „და“, „ის“). არ გამოიყენოთ  აბრევიატურები: აბრევიატურები შეიძლება  დასაშვებად ჩაითვალოს თუ კონკრეტულ სფეროში მტკიცედ დამკვიდრებული  ფორმებია.

სტატიის სტრუქტურა:

დაყავით  სტატია მკაფიოდ განსაზღვრულ და დანომრილ სექციებად. ქვესათაურები უნდა იყოს დანომრილი 1., 2., (შემდეგ 1.1, 1.1.1, 1.1.2), 1.2 და ა.შ. (სექციების  ნუმერაციაში არ შედის გამოყენებული ლიტერატურა). ნებისმიერი ქვერუბრიკა, არ უნდა იყოს 600 სიტყვაზე მეტი.

 ავტორები წახალისებული არიან დაწერონ რაც შეიძლება მოკლედ, მაგრამ არა სიცხადის ხარჯზე.

  ბიბლიოგრაფიისა და  ციტატების სიზუსტეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრებათ ავტორებს.

ციტატები ტექსტში

გთხოვთ, დარწმუნდეთ, რომ ტექსტში მოყვანილი ყველა მითითება ასევე წარმოდგენილია ბიბლიოგრაფიაში (და პირიქით). მოერიდეთ ზოგად ციტატებს. გამოუქვეყნებელი მასალები და პირადი კომუნიკაცია  ბიბლიოგრაფიაში არ ეთითება, თუმცა  შეიძლება  ნახსენები იყოს ტექსტში. აღნიშვნა,  „იბეჭდება“ ნიშნავს, რომ მასალა  მიღებულია გამოსაქვეყნებლად.

ვებ გვერდების ციტირება და დამოწმება

უნდა მიუთითოთ სრული URL. ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცია, (ავტორების სახელები, თარიღები, წყაროს პუბლიკაციაზე მითითება და ა.შ.), ასევე უნდა იყოს მოცემული. ვებ გვრდები შეიძლება ცალკე იყოს ჩამოთვლილი (მაგ., ბიბლიოგრაფიის სიის შემდეგ), ან შეიძლება შევიდეს ბიბლიოგრაფიაში.

ერთი და იმავე ავტორის სხვადასხვა ტექსტის დამოწმება

ბიბლიოგრაფიაში  წყაროები უნდა განათვსოთ ანბანის მიხედვით. ერთისა და იმავე  ავტორის  ერთ ადა იმავე წელს გამოცემული სხვადასხვა  ნაშრომის მითითებისას  წყაროები უნდა გაიმიჯნოს აღნიშვნებით: "a", "b", "c" და ა.შ., აღნიშვნები განთავსდება გამოქვეყნების წლის შემდეგ.

წიგნის დამოწმება:

სტრანკი, უ., უმცროსი, და უაითი, ე.ბ. (1979). სტილის ელემენტები. (მე-3 გამოცემა). ნიუ-იორკი: მაკმილანი, (თავი 4).

კრებულის მითითება:

მეტტამი, გ.რ., და ადამსი, ლ.ბ. (1994). როგორ მოვამზადოთ თქვენი სტატიის ელექტრონული ვერსია? წიგნში ბ. ს. ჯონსი, და რ. ზ. სმიტი (რედაქტორები.), შესავალი ელექტრონულ ეპოქაში (გვ. 281-304). ნიუ-იორკი.

ვებ გვერდის მითითება:

სმიტი, ჯ. (1999). ვოლვოს ერთ-ერთი ძირითადი ღირებულება. [ონლაინ] ხელმისაწვდომია: http://www.volvo.com/environment/index.htm (7 ივლისი, 1999 წ.).

ცხრილების, გრაფიკების, სურთებისა და დიაგრამების დამოწმება

ცხრილები, გრაფიკები სურთები და დიაგრამები  უნდა იყოს შავ-თეთრი და მოთავსდეს ძირითად  ტექსტში.   ფიგურ(ებ)ისა და /ცხრილ(ებ)ის  დასახელებები  უნდა შეესაბამებოდეს სტატიის ტექსტის შრიფტსა და ზომას (Times New Roman, ზომა 10).