ISSN: 2667-9922
E ISSN 2720-8672
სარედაქციო კოლეგია მიღებულ, ორიგინალურ კვლევით სტატიებს რეცენზირებისთვის უგზავნის ორ ექსპერტს. იმ შემთხვევაში, თუ სტატია მიიღებს ორ დადებით რეცენზიას, დაიბეჭდება ჟურნალში;
ერთ-ერთი უარყოფითი რეცენზიის შემთხვევაში, სტატია იგზავნება მესამე რეცენზენტთან;
სტატიის მიღების შესახებ ავტორებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის საშუალებით;
რეცენზირების ვადები:
რეცენზირების პერიოდია: სტატიის მიღებიდან მიღებიდან 3–4 კვირა;
განხილვის საშუალო ხანგრძლივობა: ორი თვე.
რეცენზენტებმა, რომლებმაც ვერ დააკმაყოფილეს ვადა, დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ რედაქტორს.
რეცენზენტის მოვალეობები:
რეცენზენტი ვალდებულია, ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის შესაბამისად, დადგენილ ვადაში უზრუნველყოს სტატიის შეფასება; დაიცვას კონფიდენციალობა და ობიექტურობა.
რეცენზენტი სტატიას აფასებს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკის მიხედვით შემუშავებული „შეფასების კრიტერიუმების“ საფუძველზე;
ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში რეცენზენტი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს სარედაქციო ჯგუფს და უარი თქვას სტატიის რეცენზირებაზე;
სტატიის შეფასების ფორმა რეცენზენტებისთვის:შეფასების ფორმა
ჟურნალი კრძალავს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებას რეცენზირების პროცესში. რეცენზირება წარმოადგენს მაღალი აკადემიური პასუხისმგებლობის მატარებელ საქმიანობას, რომელიც ეფუძნება ექსპერტის პირად კომპეტენციას, კრიტიკულ ანალიზსა და ეთიკურ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, რეცენზირების პროცესში დასაშვებია მხოლოდ ავტორის საკუთარი პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენება.
ISSN: 2667-9922
E ISSN 2720-8672









