საავტორო უფლებები და კონფიდენციალურობის პოლიტიკა

საავტორო უფლებები

 განვითარების კვლევების ჟურნალი ღია წვდომის ჟურნალია და  სარგებლობს  Creative Commons Attribution ლიცენზიით;  მომხმარებლებს შეუძლიათ ჟურნალის სტატიების სრული ტექსტების ნახვა, წაკითხვა, ჩამოტვირთვა, კოპირება, გაზიარება და დაბეჭდვა წინასწარი რეგისტრაციისა და გამომცემლის ან/და ავტორის წინასწარი ნებართვის გარეშე, ავტორისა და გამომცემლის  სათანადო დამოწმებით; 

 ავტორი  სტატიის გამოქვეყნების შემდგომ  ინარჩუნებს  საავტორო უფლებებს.  ავტორს შეუძლია ჟურნალის გამოქვეყნებული ვერსიის განთავსება ინსტიტუციურ საცავში ან სხვაგან გამოქვეყნება  პირველწყაროს სათანადოდ მითითებით; ამგვარი პოლიტიკა უზრუნველყფს  ცოდნის პროდუქტიული გაცვლას და ასევე ქმნის მეტი ციტირების  შესაძლებლობას (იხ. ღია წვდომის ეფექტი).

ავტორებს ასევე უფლება აქვთ   გადაამუშაონ საკუთარ სტატიები, თუმცა  სავალდებულოა,  ორიგინალური გამოცემის წყაროდ  პირველწყარო მიუთითონ.

 

კონფიდენციალურობის განაცხადი

 ჟურნალის გვერდზე მითითებული  სახელები და ელ.ფოსტის მისამართები გამოყენებული იქნება მხოლოდ ჟურნალის პოლიტიკით გაცხადებული  მიზნებისთვის და არ იქნება გადაცემული  სხვა მხარისთვის.

 გამომცემელი და რედაქტორები არ იღებენ პასუხისმგებლობას  ავტორთა შეცდომებზე; გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები  არ ასახავს გამომცემლისა და რედაქტორების შეხედულებებს. სტატიებში გამოთქმული ნებისმიერი მოსაზრება ეკუთვნის ავტორებს.