რედაქტორის მისალმება

ძვირფასო მკითხველო,

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გვერდზე. მადლობა, რომ დაინტერესდით  ჩვენი ახალი გამოცემით - განვითარების კვლევების ჟურნალით (JDS).

სარედაქციო ჯგუფი იწვევს ავტორებს  ორიგინალური  კვლევებით, რომლებიც  განვითარების კვლევების აქტუალურ საკითხებს მიემართება  და წარმოადგენს  ინტერდისციპლინურ ან  კონკრეტულ დისციპლინებზე ორიენტირებულ სტატიებს. წარმოდგენილი ნაშრომები შეიძლება იყოს თეორიული, ემპირიული ან/და მეთოდოლოგიური შინაარსის. ჟურნალში ასევე შესაძლებელია განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროებიდან გამოაქვეყნოთ  ლიტერატურის მიმოხილვები.

ჟურნალის მიზანია, შექმნას საერთაშორისო  სამეცნიერო სივრცე  ახალი ცოდნის შექმნისა და სამეცნიერო დისკუსების წარმართვისთვის. ჩვენ გვჯერა სამეცნიერო კვლევის ძალის, რომ  აღმოვაჩენთ ინოვაციურ მიდგომებს თანამედროვე გამოწვევების დასაძლევად, გამოვავლენთ ახალი შესაძლებლობების განვითარების პოტენციალს, რომელიც მიმართული იქნება მსოფლიოს კეთილდღეობის გასაძლიერებლად.

ჩვენ ღია ვართ აკადემიური თანამშრომლობისთვის და ვიმედოვნებთ, რომ დაინტერესდებით თქვენი წვლილი შეიტანოთ ჟურნალში, როგორც ავტორმა, ან როგორც რეცენზენტმა.

 

Მთავარი რედაქტორი

ნინო პაპაჩაშვილი

ეკონომიკის დოქტორი

განვითარების კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელი

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტი