საქართველოს ისტორიის ზოგიერთი უცნობი წყარო
DOI:
https://doi.org/10.52340/jd.2021.11.07Abstract
წინამდებარე წერილში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის ახალი წყაროების ნაწილი, რომელიც ხანგრძლივი და შრომატევადი წყაროთმცოდნეობითი ძიებების შედეგადაა მოპოვებული. სამწუხაროდ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ისტორიის
წყაროთმცოდნეობითი ბაზის გაფართოებისაკენ ძალისხმევა ნაკლებადაა მიმართული, ჩვენი მიზანია, რამდენადაც ამ მცირე
მოცულობის ტექსტშია შესაძლებელი, განსახილველი წყაროების შუქზე გადმოვცეთ ქართული ისტორიოგრაფიის რიგი ფუნდამენტური პრობლემები. საქართველოს ისტორიის ქვემოთ განხილულ ევროპულ წყაროთა წარმომავლობისა და სამეცნიერო ღირებულების არაერთგვაროვნების მიუხედავად, მათი ჩვენებებიდან კარგად ჩანს, რომ შუა საუკუნეების პრიმიტიული გეოგრაფიული წარმოდგენებისა და ფსევდოისტორიოგრაფიული შეხედულებების პირობებშიც კი, დასავლეთში არსებობდნენ ქართულ სამყაროსთან დაკავშირებული მრავალმხრივი საისტორიო ტრადიციები.
სტატიაში ერთი წყაროს ჩვენებათა საფუძველზე განვიხილავთ ქართული სამყაროს კულტურულ-ისტორიულ ნიშას, რომელიც მას
დასავლეთ ევროპულ პერსპექტივაში ეჭირა ისტორიის უზარმაზარი მონაკვეთის განმავლობაშ