რაფიელ ივანიცკი-ინგილო ავტოკეფალიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ

Authors

  • Nugzar Papuashvili Sulkhan-Saba Orbeliani University

DOI:

https://doi.org/10.52340/jd.2021.11.06

Abstract

პოსტსაბჭოურ საქართველოში ერთობ ხშირად გაისმის სიტყვა „ავტოკეფალია“, რაც უმეტესწილად დაკავშირებულია უკრაინის
მართლმადიდებელი მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის სურვილთან, ამ ქვეყნის ყველა მართლმადიდებელი ერი და ბერი ერთ ადგილობრივ ეკლესიაში გაერთიანდეს და ამ ეკლესიის ავტოკეფალური მმართველობა მოძმე ეკლესიებმა კანონის საფუძველზე და
კანონიკურად დაადასტურონ. ქართულ დისკურსში ჩანან როგორც სასულიერო, ისე საერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც
აღნიშნული ბრძოლისადმი მეტწილად სოლიდარობას გამოხატავენ. ეს მოსალოდნელიცაა და გასაგებიც, მაგრამ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ კამპანიაში ნაკლებად არის გამახვილებული ყურადღება ავტოკეფალიის, როგორც მოვლენის, არსებასა და
მნიშვნელობაზე. არავინ სვამს კითხვებს: რისთვის სჭირდება ეკლესიას ავტოკეფალია? თვითმიზანია ის თუ საშუალება? და თუ
საშუალებაა, მაინც რა მიზნის მიღწევის საშუალებაა ის? როგორ და რამდენად ეხმარება, უფრო სწორად, − შეიძლება დაეხმაროს
ავტოკეფალია ეკლესიას პირდაპირი და უშუალო დანიშნულების −
სამწყსოს ევანგელიზაციის − სრულყოფის გზაზე?

Published

2022-12-28

How to Cite

Papuashvili ნ. . (2022). რაფიელ ივანიცკი-ინგილო ავტოკეფალიის მიზნებისა და ამოცანების შესახებ. JOURNAL "DIALOGUE&Quot;, 11(2). https://doi.org/10.52340/jd.2021.11.06

Issue

Section

Articles