ჟურნალები

  • განვითარების კვლევების ინტერდისციპლინარული ჟურნალი

    განვითარების კვლევების ჟურნალი  დაარსდა 2020 წელს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის  განვითარების კვლევების ინსტიტუტის (IDS) მიერ.

    ჟურნალი აქვეყნებს   ინტერდისციპლინურ ან  კონკრეტულ დისციპლინებზე ორიენტირებულ  სტატიებს, რომლებიც განვითარების კვლევების პერსპექტივიდან,  აქტუალურ საკითხებს განიხილავენ.  სტატიები  შესაძლოა იყოს თეორიული, ემპირიული ან მეთოდოლოგიური შინაარსის.  ჟურნალი  ასევე აქვეყნებს ლიტერატურის მიმოხილვებს განვითარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი სფეროებიდან.

    ჟურნალი ინგლისურენოვანია. იბეჭდება  მხოლოდ ორიგინალური კვლევები, რომლებიც მანამდე არ ყოფილა გამოქვეყნებული ან არ არის წარდგენილი სხვა ჟურნალში გამოსაცემად.   ყველა კვლევითი სტატია  ექვემდებარება  ორმაგი რეცენზირების პროცესს.

     ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/jds

    ISSN: 2667-9922

    E-ISSN: 2720-8672

     

  • ჟურნალი "ორბელიანი"

    ჟურნალი „ორბელიანი“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აკადემიური ჟურნალია, რომელიც 2019 წლიდან  გამოიცემა. იგი ინტერდისციპლინური, ღია წვდომის პერიოდული გამოცემაა და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

    • თეოლოგია და რელიგიის კვლევები;
    • სამართალი;
    • ბიზნესი, ტურიზმი და ეკონომიკა;
    • სოციალური მეცნიერებები;                                                                                                                                  2023 წლიდან ჟურნალის სამუშაო ენები გახდა ქართული, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური და ბერძნული 

    ჟურნალში ქვეყნდება როგორც ორიგინალური სტატიები, ისე თარგმანები. 

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/jo

    ISSN: 2667-9124

    E-ISSN: 2720-8648

     

  • ჟურნალი "დიალოგი"

    ჟურნალი „დიალოგი“ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის თეოლოგიისა და რელიგიის კვლევების ჟურნალია, რომელიც 2004 წლიდან გამოიცემა. ჟურნალი ინტენსიურად გამოიცემოდა 2004-2008 წლებში, მისი გამოცემა აღდგა 2020 წელს.

    ჟურნალი მულტილინგვურია სტატიების გამოქვეყნება შესაძლებელია ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და  ბერძნულ ენებზე

    ჟურნალში ქვეყნდება ასევე ქართულ ენაზე თარგმნილი სტატიები თეოლოგიის, ეკლესიისა და რელიგიის ისტორიის, ეკლესიის სოციალური სწავლების მიმართულებით.

    ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ორჯერ წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. რის შემდეგაც მიღებული სტატიები გაივლის ორმაგი რეცენზირების პროცესს და სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით ქვეყნდება ჟურნალის შესაბამის ნომერში.

    ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/jd

    ISSN: 1512-2069

    E ISSN: 2720-863X

  • ჟურნალი "სამართლის მეთოდები"

    ჟურნალი „სამართლის მეთოდები“ 2017 წლიდან გამოიცემა. ჟურნალი სულხან-საბა ორბელიანის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის  აკადემიური ჟურნალია, რომელიც წელიწადში ერთხელ გამოიცემა.

    ჟურნალი კონცენტრირებულია სამართლის თეორიის, სამართლის სოციოლოგიის,  სამართლის ფილოსოფიის, სამართლის მეთოდებისა და პრაქტიკის მიმართულებაზე. მასში ქვეყნდება მრავალფეროვანი ნაშრომები, მათ შორის, სამართლის თეორიისა და ფილოსოფიის კლასიკოსთა თარგმანები.

    სტატიები მიიღება წელიწადში ერთხელ, წინასწარ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე. რის შემდეგაც მიღებული სტატიები გაივლის ორმაგი რეცენზირების პროცესს და მთავარი რედაქტორების გადაწყვეტილებით, ქვეყნდება ჟურნალის შესაბამის ნომერში.

    ჟურნალში გამოქვეყნება უფასოა.

    ჟურნალის DOI: https://doi.org/10.52340/lm

    ISSN: 2449-2795

    E-ISSN: 2720-8656

  • ORBELIANI LAW REVIEW

    ORBELIANI LAW REVIEW  არის სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის  სამართლის ფაკულტეტის ოფიციალური, საერთაშორისო,   სამეცნიერო  რეფერირებადი,  ღია წვდომის პერიოდული გამოცემა.

    ჟურნალის მისიაა ხელი შეუწყოს სამართლის კვლევების განვითარებას და მიზნად ისახავს  მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე  სტატიების გამოქვეყნებას.

    ჟურნალი გამოიცემა ყოველწლიურად, დეკემბერში ინგლისურ ენაზე როგორც ბეჭდური, ისე  ციფრული სახით.

    ჟურნალს აქვს  ღია წვდომის პოლიტიკა  და მასში სტატიების გამოქვეყნება უფასოა.

    Journal DOI: https://doi.org/10.52340/olr

    ISSN: 2667-9663

    E-ISSN: 2720-8664

      

  • კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში: საერთაშორისო სიმპოზიუმის მასალები

    ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“ 2017 წელს დაფუძნდა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და საეკლესიო ერთიანობის კომისიის მიერ.

    სიმპოზიუმის მიზანია, წაახალისოს ადგილობრივი და საერთაშორისო  სამეცნიერო საზოგადოება სათანადოდ იქნას შესწავლილი და გამოკვლეული კათოლიკური ეკლესიისა და კათოლიკე სოციუმის  წვლილი ქვეყნის სოციალური და კულტურული განვითარების პროცესში  ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე. კონფერენცია რეგულარული ხასიათისაა მასზე  წარმოდგენილი მოხსენებები კრებულის სახით გამოიცემა.  კონფერენციის მნიშვნელობას  მასში ყოვეწლიურად მზარდი სამეცნიერო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების  ჩართულობაც მოწმობს.  

    კონფერენციის სამუშაო ენებია  ქართული, ინგლისური და იტალიური. 

    სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი და საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია.

    E SSN 2960-9135

     

  • ლადო ჭანტურია 60: კრებული

    "ლადო ჭანტურია 60" სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის საიუბილეო გამოცემაა.  კრებულში შესულია 33 სტატია და თარგმანი სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე კერძო, ადმინისტრაციული და საკონსტიტუციო სამართლის, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და სამართლის მეთოდების მიმართულებით